» » კიმიხი მზადაა ბაიერნთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი

კიმიხი მზადაა ბაიერნთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი

29-12-2017, 02:55 dachi8 სიახლეები 0

კიმიხი მზადაა ბაიერნთან ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი
“ბავარიის“ ნახევარმცველმა ჯოშუა კიმიხმა უკვე შეათანხმა კლუბთან ახალი კონტრაქტის დეტალები და ამის შესახებ 2018 წლის დასაწყისში აპირებენ გამოცხადებას, ნათქვამია ცნობილ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ში. განაპირა მცველის ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი მიუნხენურ კლუბთან. ხოლო, ახალი კონტრაქტით ის 2023 წლამდე გახანგრძლივდება.

იოშუა კიმიხი 2017 წლის „ბავარიის“ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა გულშემატკივრების მხრიდან, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობა მისი გამოსვლებით მეტად კმაყოფილია. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა კლუბში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არ ვნერვიულობთ მის შესახებ. იოშუა ბაიერნში დიდი ხნით დარჩენას გეგმავს. მან ზუსტად იცის თუ რა გააჩნია მას ბაიერნში და რას ნიშნავს ბაიერნი. დარწმუნებული ვარ იოშუა ახალ კონტრაქტს მალე მოაწერს ხელს და კარგ შედეგს მივიღებთ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.