» » ბაიერნი იანიკ კარასკოთია დაინტერესებული

ბაიერნი იანიკ კარასკოთია დაინტერესებული

29-12-2017, 03:32 dachi8 ჭორები 0

ბაიერნი იანიკ კარასკოთია დაინტერესებული
მადრიდის „ატლეტიკოს“ ბელგიელი ნახევარმცველი იანიკ კარასკო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხელმისაწვდომი გახდება. როგორც ცნობილია მადრიდული კლუბის მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე დაყენებას მწვანე შუქი აუნთო.

კარასკო ესპანურ კლუბს 2015 წელს შეუერთდა და საერთო ჯამში 96 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც 19 გოლის ავტორი გახდა. მიმდინარე სეზონში კი ბელგიელმა მხოლოდ 15 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ესპანური ინტერნეტ-გამოცემა А.С-ის ცნობით დიეგო სიმეონე მზადაა კარასკოს იანვარში, კლუბიდან წასვლის საშუალება მისცეს. ბელგიელი ვინგერი პრობლემატური გახდა ბოლო წლის განმავლობაში. ცხადდება, რომ კარასკოს თანაგუნდელებთან კოკესა და გაბისთან უთანხმოება მოუვიდა, თანაგუნდელების გარდა იგი ფიტნესის მწვრთნელთან ოსკარ ორტეგასთანაც იმყოფება უთანხმოებაში.

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ვიტოლო, რომელიც „ლას პალმასში“ იყო განათხოვრებული იანვარში კლუბს უბრუნდება, რომელიც პირდაპირი ალტერნატივა გახდება იანიკ კარასკოსი.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბავარია“ ბელგიელი ნახევარმცველის შეძენითაა დაინტერესებული. ტრანსფერმარკეტზე ვინგერის გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა, მისით ინგლისური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი და რეალური გამოსასყიდი თანხა 40 მილიონზე გაცილებით მეტი იქნება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.