» » ჰაინკესი: "გორეცკა მომწონს"

ჰაინკესი: "გორეცკა მომწონს"

2-01-2018, 17:07 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი:
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ზაფხულის სატრანსფერო ჭორებზე კომენტარი გააკეთა, კერძოდ, „შალკეს“ გერმანელ ნახევარმცველ ლეონ გორეცკას შესაძლო ტრანსფერზე ბავარიულ კლუბში.

„ლეონი - შესანიშნავი ყმაწვილია, მე ის მომწონს. მოდით დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება. თუ მე ყველაფერი სწორად წავიკითხე, მისმა აგენტმა თქვა, რომ ჯერ კიდევ არაფერი არაა გადაწყვეტილი. ესპანური კლუბები კვლავ აგრძელებენ მისით დაინტერესებას.“

„ლეონი - ჭკვიანი და საზრიანი ყმაწვილია. მან მშვენივრად იცის, თუ მისთვის რა იქნება უკეთესი“, - განაცხადა ჰაინკესმა.

როგორც ცნობილია, ჰერმან გერლანდი, ლეონ გორეცკას მამის ახლო მეგობარია და გერმანელი ნახევარმცველის „ბავარიაში“ გადმოსვლაზე და მის დარწმუნებაზე სწორედ ჰერმან გერლანდი მუშაობს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.