» » ბავარია სავარჯიშო შეკრებაზე დოჰაში გაემგზავრა

ბავარია სავარჯიშო შეკრებაზე დოჰაში გაემგზავრა

2-01-2018, 17:31 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ბავარია სავარჯიშო შეკრებაზე დოჰაში გაემგზავრა
სამშაბათს დილით კომპანია „ლუფტანზას“ თვითმფრინავი „ბავარიის“ ფეხბურთელებით დოჰას მიმართულებით გაფრინდა, სადაც მომდევნო 5 დღის განმავლობაში გუნდი სეზონის მე-2 ნახევრისათვის მოემზადება. ზამთრის შესვენება, ჩვეულებრივზე ხანმოკლე აღმოჩნდა, მხოლოდ 12 დღე - მაგრამ მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. „ჩვენ სული მოვითქვით და ყველანი ახალი ენერგიით დავიმუხტეთ“, - თქვა იუპ ჰაინკესმა დოჰაში გაფრენის წინ.

მთლიანობაში თვითმფრინავის ბორტზე 132 მგზავრი იმყოფებოდა: სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების გარდა, კლუბის თანამშრომლები, ჟურნალისტები და გულშემატკივრებიც იმყოფებოდნენ. რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ რიბერი, ჟერომ ბოატენგი, არიენ რობენი, რონ-ტორბენ ჰოფმანი, არტურო ვიდალი, რაფინია და ხამეს როდრიგესი დოჰაში პირდაპირ შვებულების ადგილიდან გაემგზავრნენ. მიუნხენში მანუელ ნოიერი, ტიაგო და კრისტიან ფრიუხტლი დარჩნენ, რომლებიც ტრავმის შემდგომ აღდგენით სამუშაოებს აგრძელებენ.

პირველი ვარჯიში საღამოსაა

ახალბედა სანდრო ვაგნერიც ასევე გუნდთან ერთად გაფრინდა დოჰაში. „სანდრომ კარგი პროგრესი განიცადა ბოლო წლებში და ნაკრების წევრი გახდა. ვთვლი, რომ - ის ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, ასევე წარმომიდგენია, რომ 4-4-2 ტაქტიკითაც შეგვიძლია თამაში, რობერტისა და სანდროს ერთდროულად გამოყენებით“, - განაცხადა ჰაინკესმა.

5 საათიანი მგზავრობის შემდეგ გუნდს პირველი ვარჯიში ელოდება. „ჩვენ არც თუ ისე დიდი დრო გვაქვს, პირველი მატჩისთვის - ლევერკუზენის „ბაიერთან“ მოსამზადებლად (12 იანვარი). ამიტომ, აუცილებელია კარგად გამოვიყენოთ ეს დრო და იქიდან დავიწყოთ გაგრძელება, სადაც დავასრულეთ“, - აღნიშნა ჰაინკესმა, რომლის განკარგულებაშიც დოჰაში 25 ფეხბურთელი იქნება.

„ყოველთვის მოიძებნება ბევრი რამ, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია“, - ხაზი გაუსვა მთავარმა მწვრთნელმა. სავარჯიშო ცენტრი Aspire Academy for Sports Excellence-ს ამისათვის ყველანაირი პირობა გააჩნია. „2012/13 წლის სეზონშიც აქ ვვარჯიშობდით. კარგი მოგონებები დამრჩა, მაშინ ჩვენ აქ შესანიშნავი სამუშაოები გავწიეთ. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო 5 დღის განმავლობაში ეს ჩვენ კვლავ გამოგვივა“.

დოჰაში შეკრების ჩარჩოებში „ბავარია“ ამხანაგურ მატჩს ქატარის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ალ-აჰლი“-თან გამართავს (6 იანვარი).

ძირითადი ფეხბურთელების გარდა, დოჰაში ახაგაზრდული და დუბლის ფეხბურთელებიც არიან: რონ-ტორბენ ჰოფმანი, ლუკას მაი (U19), ნიკლას დორში, მარკო ფრიდლი და ფელიქს გიოტცე (დუბლი).

Рон-
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.