» » ულრაიხი მინდორს მალე დაუბრუნდება, ნოიერი და ტიაგო პროგრესირებენ

ულრაიხი მინდორს მალე დაუბრუნდება, ნოიერი და ტიაგო პროგრესირებენ

4-01-2018, 00:26 dachi8 სიახლეები 0

ულრაიხი მინდორს მალე დაუბრუნდება, ნოიერი და ტიაგო პროგრესირებენ
“ბავარიელებისათვის“ ოთხშაბათს ვარჯიში პატარა შოკით დაიწყო. სვენ ულრაიხმა თითის ტრავმა მიიღო და მოუწია დროზე ადრე დაეტოვებინა მინდორი. „ის საავადმყოფოში წავიდა გამოკვლევებზე. ვიმედოვნებთ, რომ მას არაფერი სერიოზული არ სჭირს“, - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა. დიაგნოზი სრულიად ოპტიმისტური გამოდგა. გოლკიპერმა მხოლოდ თითი იღრძო, ამიტომ მალე ის ვარჯიშებს დაუბრუნდება.

იგივე შეიძლება ითქვას რობერტ ლევანდოვსკიზე (მუხლის მყესების პრობლემები) და მათს ჰუმელსზე (კუნთის პრობლემები) „ორივე გამოჯანმრთელების გზაზე არიან“, - აღნიშნა სალიხამიჯიჩმა. ოთხშაბათს ჰუმელსმა მხოლოდ გარბენითი ვარჯიშები შეასრულა, ლევანდოვსკი კი სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა.


თუმცა, სპორტული დირექტორი არა მხოლოდ იმათზე ფიქრობს, რომლებიც დოჰაში მუშაობენ, არამედ იმათზეც რომლებიც მიუნხენში დარჩნენ. „მანუელ ნოიერი უკვე ყავარჯნების გარეშე მოძრაობს. ის გამოჯანმრთელების პროცესშია. ტიაგოც ასევე წარმატებას აღწევს გამოჯანმრთელების გზაზე. ბოლო საკონტროლო გამოკვლევის დროს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ მას სერიოზული კუნთის დაზიანება აქვს. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ გამოჯანმრთელება სწრაფად ჩაივლის. ტიაგო მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.