» » "მებრძოლი" ვაგნერი, მიუნხენში დაბრუნებით ტკბება

"მებრძოლი" ვაგნერი, მიუნხენში დაბრუნებით ტკბება

4-01-2018, 00:50 dachi8 სიახლეები 0

დოჰაში მეორე ვარჯიშის ბოლოს, ეს მას გამოუვიდა. ჯერ თავით, შემდეგ კი მარცხენათი სანდრო ვაგნერმა თავისი პირველი 2 გოლი გაიტანა „ბავარიაში“ დაბრუნების შემდეგ. „ყველაფერი ძალიან კარგადა და პოზიტიურადაა. ძალიან კარგად მიმიღო გუნდმა. ეს უბრალოდ ოცნებაა კვლავ სახლში აღმოჩენა, კვლავ „ბავარიაში“. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, - გაგვიზიარა ვაგნერმა.

„ბავარიიდან“ ახალგაზრდა ფეხბურთელი წავედი და ნაკრების ფეხბურთელი დავუბრუნდი. შეგრძნება სრულიად სხვადასხვაა“ - იძახის ვაგნერი.

„სანდრომ იცის, რომ ჩვენ სრულიად ვენდობით მას“, - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
„შესანიშნავი ყმაწვილი, შესანიშნავი განწყობით, მებრძოლი. ის ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯება. შეტევის პირველ ხაზში მხოლოდ ლევანდოვსკი გვყავს, ამიტომ ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ სანდროს დაბრუნებით. ეს კარგი ტრანსფერია“, - განაცხადა „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰანიკესმა.

სანდრო ვაგნერი
„მოხარული ვარ, რომ კვლავ „ბავარიაში“ აღმოვჩნდი. ჩემი კარიერა უარესადაც შეიძლებოდა წარმართულიყო“.

ვაგნერს ესმის, რომ მას შემცვლელის როლი აქვს. „ვიცი, თუ რა მელოდება, რომ სათადარიგო სკამზე მომიწევს ჯდომა. მაგრამ ყველა მიიღებს თავის სათამაშო დროს, ასე თქვა მწვრთნელმა. ვისურვებდი ჩემი წუთების მიღებას და მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადში მოხვედრას“ - იძახის სანდრო.

„ჰოფენჰაიმიდან“ „ბავარიაში“ გადმოსვლაზე 30 წლის თავდამსხმელმა ნაკრების მწვრთნელთან იოაჰიმ ლიოვთანაც კი გაიარა კონსულტაციები „მანაც მითხრა, რომ ეს უნდა გადამეწყვიტა. ჩემთვის ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო“. „ბავარიაში“ სანდრო იმედოვნებს რომ უკეთესი გახდება. „აქ რა თქმა უნდა სხვა დონეა, ვიდრე ბუნდესლიგის სხვა კლუბებში. ვარჯიშების დონე წარმოუდგენლად მაღალია, ტემპსაც იგივე ეხება. მუდამ მობილიზებული უნდა იყო. ყოველდღიურად 100 პროცენტით დახარჯვით კი შენ უკეთესი ხდები“.

დამატებით სტიმულად ის ფაქტია აღსანიშნი, რომ ვაგნერს ახლა შეუძლია ყოველდღე მოინახულოს თავისი ოჯახი, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს. „ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნოა. მიუნხენი - ჩემი სამშობლოა. ყველაფერი რაც კი გამაჩნია, მიუნხენში იმყოფება“.

მხოლოდ ერთ რამეში ყველაფერი წესრიგში არაა - ეს სიმღერაა. ტრადიციულად „ბავარიის“ თითოეულმა ახალწვეულმა გუნდის წინაშე უნდა იმღეროს. „თავს არავის მოვაბეზრებ. ჩემი მეგობრები ზოგჯერ იძახდნენ: „მორჩი მღერას“, - ღიმილით ყვება ვაგნერი.

მაგრამ სიმღერა ხომ არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს „ბავარიაში“ ის დაბრუნდა, რათა გოლები გაიტანოს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.