» » მიულერი და ხამესი ახალ როლში ბრწყინავენ

მიულერი და ხამესი ახალ როლში ბრწყინავენ

4-01-2018, 21:09 dachi8 სიახლეები 0

მიულერი და ხამესი ახალ როლში ბრწყინავენ
ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები „ბავარიის“ შემადგენლობაში ასპარეზობენ. თუმცა, ორივეს სხვა ნიჭიც დაჰყვება. ხამეს როდრიგესმა (2014) და თომას მიულერმა (2010) მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში დაგვანახეს, რომ გოლები - ეს ყველაფერი არაა. ხამესმა აპლოდისმენტები დაიმსახურა, შესანიშნავ ვარდნებზე დაცვით ფუნქციებში, ხოლო თომას მიულერმა, რომელიც ნოიერის არ ყოფნის დროს კაპიტნის სამკლაური ჩაობარა - მშვენივრად წარმოაჩინა თავისი თავი დისპეჩერის როლში.

„რა თქმა უნდა ვიმედოვნებ, რომ ბევრი გოლის გატანას შევძლებ. მაგრამ ზოგჯერ უკეთესია პარტნიორზე ითამაშო. შემიძლია 4-ჯერ დავარტყა კარის მიმართულებით და ერთი კარში გავა. ისევე როგორც შემიძლია 4-ჯერ ვითამაშო პარტნიორზე და ჯამში 3 გოლის გატანა შევძლოთ“, - აღნიშნავს დოჰაში კორესპონდენტებთან მიულერი.


ხამესი რიტმშია

4 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა სეზონის პირველ ნახევარში (20 ოფიციალურ მატჩში) მიულერის ანგარიშზეა. 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა (19 მატჩში) კი ხამესის ანგარიშზე. „ბავარიაში“ კოლუმბიელს მოუწია ჩვეულებრივზე უფრო განსხვავებით სიღრმეში თამაში, ამგვარად მან შეძლო თავისი დაცვითი უნარების დემონსტრირება. „მე უფრო მეტად ნახევარდაცვის ცენტრში ვმოქმედებ. როდესაც წინ ვიწევი, ვცდილობ გავიტანო“.

26 წლის ფეხბურთელი არ ნანობს, რომ ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ „ბავარიაში“ გადმოვიდა. „მე ბედნიერი ვარ აქ“, - ხაზს უსვამს ხამესი. გუნდმა შესანიშნავად მიიღო ის, სპორტული თვალსაზრისით საქმეები უკეთესობისაკენ მიდის. „მე ძალიან დამეხმარა, რომ სათამაშო დრო საკმაოდ მქონდა და ამ ფაქტმა ხელი შემიწყო, რომ თანდათანობით ჩემს რიტმში შევსულიყავი“. დიდ განსხვავებას „რეალსა“ და „ბავარიას“ შორის ის ვერ ხედავს, უფრო მეტად მათ შორის საერთოს ხედავს. „ეს ორი უდიდესი კლუბია მსგავსი მენტალიტეტით, მათ ყოველთვის ტიტულების მოპოვება სურთ“.


„მომდევნო ნაბიჯისაკენ“

„ბვარიასთან“ ერთად ხამესს სურს ბევრს მიაღწიოს. „ყველაფრის მოგება მსურს. ამ გუნდს ყველაფრის მოგება შეუძლია“, - განაცხადა კოლუმბიელმა.
იგივე შეიძლება ითქვას თომას მიულერზეც: „გვსურს სამივე ტიტულის მოგება“. ამისათვის კი საჭიროა, რომ ყველანი ჯანმრთელები იყვნენ („ყველანი თუ ფორმაში იქნებიან, ეს ნამდვილად დაგვეხმარება“), ასევე საჭიროა მომდევნო ნაბიჯის გადადგმა საფეხბურთო თვალსაზრისით.

იმის მიუხედავად, რომ გუნდმა იუპ ჰაინკესის მეთაურობით 16 მატჩიდან 15 მოიგო, „არ ღირს იმის ლოდინი, რომ შემდეგშიც ადვილად მოვუგებთ ყველას. ერთმანეთისათვის ვიბრძოდით, მაგრამ სიმსუბუქე გვაკლდა, ჩვენ ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ადვილად გავუმკლავდეთ ყველა მოწინააღმდეგეს. გვსურს არამხოლოდ საჭირო შედეგს მივაღწიოთ, არამედ ვდომინირებდეთ კიდეც მატჩებში“.

მიულერის ოპტიმიზმი

ამ მიზნის მისაღწევად „ბავარიელები“ დოჰაში ყოველ დღე მუშაობენ. „კარგი კომბინაციური თამაში გვინდა, ბურთის გარეშე კარგი გადაადგილება, ტემპის ცვლილება, რომ სტატისტურად არ გამოვიყურებოდეთ. თამაშის სურვილი გვაქვს და შესანიშნავ პირობებში ვვარჯიშობთ“, - მოჰყვა მიულერმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომდევნო თვეებში რამოდენიმე შედეგიან გადაცემას კვლავ გააკეთებს. „მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების წლებში, მე ყოველთვის კარგ შედეგებს ვაჩვენებდი - ეს ფაქტი ოპტიმიზმით მავსებს“ - იძახის ღიმილით თომასი.

მიულერი და ხამესი ახალ როლში ბრწყინავენ


1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.