» » ვაგნერი: "თავს კარგად ვგრძნობ"

ვაგნერი: "თავს კარგად ვგრძნობ"

7-01-2018, 20:43 dachi8 სიახლეები 0

ვაგნერი:
ხამესმა ფლანგიდან ჩააწოდა, ვაგნერმა კი თავით დაარტყა - გოლი! სავარჯიშო შეკრების შესანიშნავი დასრულება სანდრო ვაგნერისათვის. პირველივე მატჩში „ბავარიაში“ დაბრუნებისთანავე თავდამსხმელმა თავის გამოჩენა შეძლო. გოლები კი უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ხარიხა და შესანიშნავი რეაქცია „ალ-აჰლის“ გოლკიპერისა.

„დაძაბული 1 კვირიანი ვარჯიშების შემდეგ, ვთვლი, რომ დღეს ჩვენ კარგი ტესტი გვქონდა. კარგად ვკომბინირებდით და არავის არ მიუღია ტრავმა. ოდნავ უფრო ცოცხლად რომ ვყოფილიყავით, უფრო მეტ გოლს გავიტანდით“, - აღნიშნა სანდრო ვაგნერმა ფინალური სასტვენის შემდეგ.


„ის მაქსიმუმს იხარჯება“

30 წლის თავდამსხმელი თვითონაც კმაყოფილი უნდა იყოს თავისი პირველი თამაშით „ბავარიისთვის“. ის ბევრს მოძრაობდა, თანაგუნდელები მის ძებნაში იყვნენ, რომ მისთვის გადაცემა გაეკეთებინათ. ვარჯიშებზეც ვაგნერმა კარგი შტაბეჭდილება დატოვა. „ვთვლი, რომ ჩვენ კარგი თავდამსხმელი მივიღეთ. ის ძალიან ამბიციურია და ყოველთვის მაქსიმუმს იხარჯება“, - იძახის ჟერომ ბოატენგი. „ვფიქრობ, რომ სანდრო თავს მშვენივრად გრძნობს. მან შესანიშნავად გაიარა ინტეგრაცია“.

იუპ ჰაინკესი ასევე კმაყოფლია თავისი ახალი თავდამსხმელით. „სანდრო ნამდვილად კარგად ჩაჯდა კოლექტივში. ის მეტად აქტიური იყო, ვარჯიშებზე თავს საუკეთესოდ აჩენდა. ვთვლი, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს ჩვენთვის“.

თვითონ ვაგნერმა თანაგუნდელების შტაბეჭდილებები დაადასტურა. „თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენს გუნდში ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. ამან ძლიერ გამიადვილა ამოცანა“. გოლიც ხომ ამისი ნათელი მაგალითია.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.