ინტერვიუ კინგსლი კომანთან » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ინტერვიუ კინგსლი კომანთან

ინტერვიუ კინგსლი კომანთან

7-01-2018, 21:33 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

ინტერვიუ კინგსლი კომანთან
ვარჯიშზე მიმავალი კინგსლი კომანის მშვიდი სიარულის მანერამ, შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ. სეირნობის ტემპით ფრანგი მხოლოდ მინდვრის სავალ ნაწილამდე მიდის. მწვანე გაზონზე კი მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. fcbayern.com-თან ინტერვიუში 21 წლის ვინგერმა თავის სპრინტერულ მახასიათებლებზე ისაუბრა, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, გერმანიაში ცხოვრებაზე, თავის კარიბულ ფესვებზე და რამოდენიმე მნიშვნელოვან „პატარა დეტალზე“.


ინტერვიუ კინგსლი კომანთან:


კინგსლი, იცი თუ არა რამდენად სწრაფად გარბიხარ 100 მეტრს?
- კომანი: „არა, ეს არასოდეს არ გაზომილა. ფეხბურთში ჩვეულებრივ სიჩქარეზე მხოლოდ 30,40 მეტრზე გარბიხარ“.

გაინტერესებს სპრინტერულ დისციპლინებზე, როგორიცაა სირბილი 100 მეტრზე?
- „რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის საინტერესოა. მაგრამ მეთვითონ არ მსურს, მხოლოდ მორბენალი ვიყო. მიყვარს სწრაფი სირბილი, მაგრამ ბურთით უკეთესია. ხოლო, 100 მეტრი, ეს საკმაოდ ბევრია“ (იცინის)

თანდაყოლილი გაქვს ეს სისწრაფე?
- „მამაჩემიც ასევე სწრაფი მორბენალი გახლდათ, როდესაც ფეხბურთს თამაშობდა. ჩემი ძმაც ძალიან სწრაფია, თუმცა დიდ ყურადღებას ტექნიკას უთმობს. ასე, რომ შეიძლება ასეც ითქვას, რომ სისწრაფე მემკვიდრეობით მერგო“.

შენ სპეციალურად ვარჯიშობდი, რომ უფრო სწრაფი გამხდარიყავი?
- „არა. ადრე უფრო მეტად კოორდინაციაზე ვმუშაობდი და ჩემი სირბილის სტილზე. სპეციალურად სისწრაფეზე არ მიმუშავია. ის უბრალოდ მაქვს“.

შენი მშობლები კარიბის კუნძულებიდან გვადელუპიდან არიან. რამდენად ბევრია შენში კარიბული?
- „100 პროცენტით. მამაჩემი, დედაჩემი, ბებიაჩემი ბაბუაჩემთან ერთად და მთელი ჩემი ოჯახი გვადელუპედანაა. ხო მართლა, გვადელუპაში ბევრ ადამიანს შეუძლია სწრაფი სირბილი. მაგალითისთვის ანტონი მარსიალი („მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი). ვფიქრობ, რომ გვადელუპელ ხალხს ეს გენებში აქვთ“.

ინტერვიუ კინგსლი კომანთან


შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენი კარიბულია?
- „მე ერთადერთი ვარ ჩემი ოჯახიდან, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. მე არ გავზრდილვარ გვადელუპაში, მხოლოდ შვებულების დროს მივდივარ ხოლმე იქ. ამის მიუხედავად, ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარიბულია: მუსიკა, საკვები... და მე არ მომწონს, როდესაც ქუჩაში ცივა. თუმცა პარიზში გავიზარდე და სიცივეს მივეჩვიე. უბრალოდ სიცივე და თოვლი ეს ჩემი არაა. აქ დოჰაში ჩემთვის იდეალური პირობებია“.

გერმანიაში უკვე 2,5 წელია რაც ცხოვრობ. როგორ გრძნობ თავს?
- „გერმაიაში პირველივე დღიდან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ხალხი აქ ძალიან პატივისცემით გეპყრობა. თუ მათ ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება სურთ, თავაზიანად მეკითხებიან. მე ეს მომწონს“.

რაიმემ გაგაკვირვა გერმანიაში?
„რომ ყველა პრაქტიკულად კარგად ლაპარაკობს ინგლისურად. საფრანგეთში და იტალიაში, სადაც 1 წელი ვცხოვრობდი ასე არ იყო. მიუნხენში ჩემი პირველი წელი უპირატესობა იყო ჩემთვის“.

შენი გერმანული დაიხვეწა?
- „მე უკვე კარგად მესმის და შემიძლია თანაგუნდელებთან ვიურთიერთო გერმანულად. რამოდენიმე ხნის წინ გერმანულად ინტერვიუც ჩავწერე. მაგრამ ვაგრძელებ ენის შესწავლაზე მუშაობას. ეს არც თუ ისე ადვილია“.

საფეხბურთო კუთხითაც თავს უკეთესად გრძნობ „ბავარიაში“. კმაყოფილი ხარ სეზონის პირველ ნახევარში შენი თამაშით?
- „ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ძალიან კარგი მატჩი ჩავატარე. მაგრამ ვიცი, რომ უკეთესადაც შემიძლია. ამაზე სეზონის მე-2 ნახევარში ვიმუშავებ“.

წინა სეზონში არ გიმართლებდა ტრავმებში. ამ სეზონის პირველმა ნახევარმა მათ გარეშე ჩაიარა. ამის რაიმე მიზეზი არსებობს?

- „ნებისმიერი ფეხბურთელი იტრავმება. ზოგჯერ ეს ხშირად ხდება, ზოგჯერ იშვიათად. აქ იღბალიც თავის როლს ასრულებს. მაგრამ ჩემს პირად ცხივრებაშიც ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჯანმრთელად დავრჩე. ახლა შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე წინა წლებში“.

რას გულისხმობ?
- „ჩემს კვებას მკაცრად ვაკონტროლებ. უკვე დიდი ხანია არ ვსარგებლობ გაზიანი სასმელებით. ასევე უფრო მეტ ბოსტნეულს ვრთავ ჩემს საკვებ რაციონში. დღეში ერთი საკვები ულუფა კი სალათისაგან შედგება. ასევე, ვცდილობ სადილის შემდეგ ცოტა დავიძინო. ეს პატარა დეტალები იმაზე მოქმედებს, რომ მე ჩემს საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებოდე“.

როგორ მიხვედი აქამდე?
- „ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიონალურად მოქცევა. გავაანალიზე, რომ ჩემი მფეთქავი სტილის თამაშისათვის მნიშვნელოვანი იყო ყურადღება მიმექცია იმისათვის, თუ რას ვაკეთებდი მინდორს გარეთ“.

მინდორზე რისი სრულყოფილების სურვილი გაქვს?
- „შეტევის დასრულების. ბოლო გადაცემის და დარტყმის. მე ხშირად მიხდება კარგი მომენტის შექმნა, მაგრამ მისი გაუმჯობესება მსურს. უნდა მივეჩვიო უფრო ცოვსისხლიანად ვიმოქმედო“.

იუპ ჰაინკესმა გვითხრა, რომ მან შენ გიკარნახა თუ როგორ გაგეუმჯობესებინა ფლანგებიდან გადაცემები.

- „ლაპარაკია, თვით გადაცემის მომენტზე. ტემპს უნდა დავუკლო იმ მომენტში. ზუსტად ეს მირჩია მწვრთნელმა და ჯერ-ჯერობით ეს კარგად გამომდის. ამ მომენტზე მუშაობას კვლავ გავაგრძელებ“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.