» » ბავარიელები სულმოუთმენლად ელიან "ბაიერთან" შეხვედრას

ბავარიელები სულმოუთმენლად ელიან "ბაიერთან" შეხვედრას

11-01-2018, 00:00 dachi8 სიახლეები 0

ბავარიელები სულმოუთმენლად ელიან
ოთხშაბათს დილის ვარჯიში ხმაურიანი გამოდგა. ორკარიანის დროს ნამდვილად დაცხა მოედანზე. ბუნდესლიგის მე-2 წრის დაწყებამდე 2 დღით ადრე “ბავარიელები“ მთელი ძალისხმევით ვარჯიშს განაგრძობდნენ „ეს მეტად რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ მომზადებულნი“, - განაცხადა ჰასან სალიხამიჯიჩმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩზე.

„ბავარიის“ სპორტული დირექტორი კმაყოფილი დარჩა ვარჯიშებზე ნანახით და ამხანაგური თამაშით „გროსაშპაჰის“ წინააღმდეგ (5:3). რა თქმა უნდა უფრო უკეთ თამაშიც შეიძლება, „და ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ. ამაში დარწმუნებული ვარ“, - ხაზი გაუსვა ნათქვამს სალიხამიჯიჩმა.

ჰუმელსი და ლევანდოვსკი საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ

მიუნხენელების ოპტიმიზმი მათს ჰუმელსისა და რობერტ ლევანდოვსკის საერთო ჯგუფში დაბრუნებამაც გამოიწვია. ოთხშაბათს ორივე ფეხბურთელმა მთლიანი პროგრამით ივარჯიშა. იოშუა კიმიხიც ასევე ყველა ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშობდა. ტიაგოსა და მანუელ ნოიერის გამოკლებით, რომლებიც ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადიან, „ბავარიის“ შემადგენლობა სრულიად დაკომპლექტებულია.

„ვთვლი, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგევართ. ყველამ ძალიან კარგად ივარჯიშა“, - განაცხადა სანდრო ვაგნერმა. რეკორდმაისტერის ახალწვეული დარწმუნებულია, რომ გუნდი 11 ქულიანი უპირატესობის გამო მშვიდად ვერ იქნება. „არავინ არ ფიქრობს ამაზე და ტემპის დაგდებას არ ვაპირებთ“, - იძახის თავდამსხმელი.

„ რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, რომ რამოდენიმე ქულიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა შევუტიოთ პირველივე მატჩიდან“, - მხარს უბამს სანდრო ვაგნერს ფრანკ რიბერი. რეკორდმაისტერში ყველანი სულმოუთმენლად ელიან „ბაიერთან“ შეხვედრას: „შესანიშნავი სტადიონი, მოტივირებული მეტოქე - ეს საინტერესო მატჩი იქნება“, - დარწმუნებულია ფრანგი ვინგერი.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.