» » ზამერი ბავარიას მეტი გერმანელი ფეხბურთელების შეძენას ურჩევს

ზამერი ბავარიას მეტი გერმანელი ფეხბურთელების შეძენას ურჩევს

11-01-2018, 01:04 dachi8 სიახლეები 0

ზამერი ბავარიას მეტი გერმანელი ფეხბურთელების შეძენას ურჩევს
“ბავარიის“ ყოფილი სპორტული დირექტორი მატიას ზამერი თვლის, რომ კლუბმა პირველ რიგში გერმანელი ფეხბურთელები უნდა შეიძინოს. ამასთან დაკავშირებით მან „შალკეს“ ნახევარმცველი ლეონ გორეცკა ახსენა, რომლის გადაბირებითაც მიუნხენელები დაინტერესებულნი არიან.

„გორეცკა - ახალგაზრდა ფეხბურთელია. „ბავარიამ“ უნდა მიაქციოს იმას ყურადღება, რომ გერმანელი ფეხბურთელები შეიძინოს. შესანიშნავი იქნებოდა, თუ გორეცკა „ბავარიაში“ გადავიდოდა. მე მშვენივრად ვიცნობ ამ ფეხბურთელს. ის მუდმივად პროგრესირებს და მიუნხენელებისათვის ზედგამოჭრილი იქნებოდა“, - ციტირებს ზამერის სიტყვებს Eurosport.

როგორც „შალკეს“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდელმა განაცხადა გორეცკა თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას 31 იანვრამდე მიიღებს.

„გორეცკა თავის გადაწყვეტილებას მომავლის შესახებ არაუგვიანეს 31 იანვრამდე მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ „შალკე“ გორეცკას გარეშე არ ჩამოიშლება. ჩვენთვის მთავარია თავი სათანადოდ დავიჭიროთ, იმის მიუხედავად თუ რა გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება ნებისმიერი სცენარით“, - ციტირებს ჰაიდელის სიტყვებს Goal.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.