» » ბონეკი: „ბავარიაში მხოლოდ 2 ვარსკვლავია“

ბონეკი: „ბავარიაში მხოლოდ 2 ვარსკვლავია“

11-01-2018, 01:20 dachi8 სიახლეები 0

ბონეკი: „ბავარიაში მხოლოდ 2 ვარსკვლავია“
ტურინის იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველი ზბიგნევ ბონეკი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ, თვლის, რომ მიუნხენის „ბავარიას“ ბევრი ფეხბურთელი არ ყავს, რომელსაც ვარსკვლავად მოიხსენიებდი. ამასთან დაკავშირებით ბონეკმა გერმანული გრანდისა და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი და ასევე გოლკიპერი მანუელ ნოიერი დაასახელა.

„ბავარიაში“ მხოლოდ 2 ვარსკვლავია - ლევანდოვსკი და ნოიერი. რობერტი - მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. მიულერი - სუპერ ფეხბურთელია, მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციებზეა შესაძლებელი. თომასს თოთოეულ მატჩში შეუძლია გარკვეული როლი შეასრულოს. მაგრამ მას ვარსლვლავს ვერ დაუძახებ. რიბერი და რობენი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ვარსკვლავები, მაგრამ იმ ასაკში აღარ არიან. ხშირად იღებენ ტრავმებს და იმ როლს აღარ თამაშობენ რა როლიც ადრე ჰქონდათ კლუბში“, - ციტირებს ბონეკის სიტყვებს Kicker.

ზბიგნევ ბონეკი პოლონეთის გამორჩეული ვარსკვლავი გახლდათ და თავის დროზე მასში ტურინის „იუვენტუსმა“ 1,8 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც იმ დროისათვის (1982წ.) რეკორდული - ასტრონომიული თანხა გახლდათ. 1983 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სწორედ ზბიგნევ ბონეკისა და მიშელ პლატინის „იუვენტუსი“ დაამარცხა ბუნდესლიგის გერმანულმა კლუბმა „ჰამბურგმა“ და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.