» » Goal : კანი "ბაიერნის" სამწვრთნელო პოლიტიკაზე საუბრობს

Goal : კანი "ბაიერნის" სამწვრთნელო პოლიტიკაზე საუბრობს

11-01-2018, 12:00 -ss- სიახლეები 0

Goal : კანი
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი კარის დარაჯი, ლეგენდარული ოლივერ კანი ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის სამწვრთნელო პოლიტიკაზე საუბრობს. 48 წლის ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით, გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავოს.

"ამ დრომდე, მიუნხენის "ბაიერნის" პოლიტიკა კლუბის მთავარ მწვრთნელებთან მიმართებით, მდგომარეობს იმაში, რომ "ბავარია" ფსონს აკეთებს, მხოლოდ იმ სპეციალისტებზე, რომელთაც საკუთარი კარიერის განმავლობაში, არაერთ წარმატებას მიაღწიეს. მე კი ვისურვებდი, რომ "ბაიერნს" ჰყოლოდა ისეთი მთავარი მწვრთნელი, რომელიც თავად ამ კლუბის გამოზრდილი იქნებოდა. სპეციალისტი, რომელიც "ბაიერნის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში იმუშავებდა და მთავარ გუნდს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მიუახლოვდებოდა"

"მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო მადრიდის "რეალი", რომელმაც ზინედინ ზიდანს მისცა იმის საშუალება, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულიყო როგორც მწვრთნელი, ხოლო შემდგომ მას მისცეს მთავარ გუნდში მუშაობის შანსი. ხანდახან გამართლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხანდახან კი ეს ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც ვან გაალის და პეპ გვარდიოლას შემთხვევებში იყო. ასევე შესაძლებელია, რომ ყველაფერი დასრულდეს ისე, როგორც ეს მოხდა კარლო ანჩელოტის შემთხვევაში"-ციტირებს ოლივერ კანის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.