» » მე-2 წრის პირველი თამაში, ჰუმელსისა და ლევანდოვსკის გარეშე

მე-2 წრის პირველი თამაში, ჰუმელსისა და ლევანდოვსკის გარეშე

12-01-2018, 01:33 dachi8 სიახლეები 0

მე-2 წრის პირველი თამაში, ჰუმელსისა და ლევანდოვსკის გარეშე
დრო საკმარისი არ იყო, მხოლოდ 10 დღე. ჰაინკესის განკარგულებაში კი აქედან 6 დღე გახლდათ სავარჯიშო შეკრებისათვის, რათა გუნდი ბუნდესლიგის მე-2 წრის პირველი მატჩისთვის მოემზადებინა. მაგრამ „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელი გარემოებებს არ უჩივის - „სხვა გუნდებიც მსგავს პირობებში იმყოფებიან“. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე იუპ ჰაინკესი მშვენიერ ხასიათზე მივიდა „ვინ მოიპოვა ლევერკუზენში ბოლო გამარჯვება?, ვინ იყო მწვრთნელი?“, - ღიმილით შეეკითხა რეპორტიორს. ამ კითხვის პასუხი თვით ჰაინკესი გახლდათ.
„ბავარიის“ ბოლო მოგებიდან ლევერკუზენში 2013 წლის მარტში (2:1) თითქმის 5 წელი გავიდა.


პირველი რთული თამაში

ჰაინკესი გუნდს აფრთხილებს, რომ ლევერკუზენელებს 12 მატჩია რაც არ წაუგიათ: „ეს ახალგაზრდა, მოგებას მოწყურებული გუნდია, რომელიც სისწრაფეს, ფანტაზიას და ნიჭიერ ფეხბურთელებს ფლობს. საინტერესო მატჩი იქნება, რომელიც საინტერესო და ამავე დროს რთული იქნება“.

„ბაიერი“ - სახიფათო მოწინააღმდეგეა, რომელსაც შეუძლია სწრაფად გადავიდეს დაცვიდან შეტევაში. მაქსიმალურად უნდა ვმობილიზდეთ“, - განაცხადა სვენ ულრაიხმა. გოლკიპერმა პირველი წრის თამაში გაიხსენა, სადაც ბავარიამ 3:1 გაიმარჯვა, მაგრამ ამასთან ლევერკუზენელები შემტევი თამაშით დაამახსოვრდათ.

ვერნერი თავდასხმაში?

შეცვლის სანდრო ვაგნერი თავდასხმაში ლევანდოვსკის? პრინციპში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ახალწვეული „პირველ კანდიდატად“ მოიაზრება, - აცხადებს ჰაინკესი. ამის მიუხედავად, „ბავარიის“ მთავარ მწვრთნელს დრო სჭირდება ყველაფრის მოსაფიქრებლად. ვარჯიშებზე 30 წლის ფორვარდმა ჰაინკესზე კარგი შტაბეჭდილება დატოვა „ის ძალიან დისციპლინირებული და ამბიციურია, კარგად შეერწყა გუნდს“. თუმცა გუნდთან სრულიად შეთამაშებისათვის დრო არასაკმარისი იყო. „ინტეგრაციის პროცესი შეუძლებელია 2 კვირაში დასრულდეს“, - აღნიშნა ჰაინკესმა.

ჩემპიონობისაკენ მიმავალი გზაც ჯერ არაა დასრულებული. 11 ქულიანი უპირატესობა „კომფორტულია“, მაგრამ არა უმეტეს. „ჩვენ იმავე შემართებით უნდა გავაგრძელოთ და სატურნირო ცხრილს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ჩვენ არაფერს მოგვცემს“, - ხაზი გაუსვა ნათქვამს იუპ ჰაინკესმა.

იუპ ჰაინკესის სეზონის მე-2 ნახევრის დევიზი კი შემდეგია: „გამარჯვებები წარმოშობს დინამიკას“. პარასკევს ყველაფერი თავიდან დაიწყება!

მე-2 წრის პირველი თამაში, ჰუმელსისა და ლევანდოვსკის გარეშე


„ბაიერის“ მწვრთნელი ჰაიკო ჰერლიხი აცხადებს, რომ მის გუნდს ყველა მიზეზი აქვს იმისათვის, რომ მატჩს თავის ძალებში დარწმუნებულები მიუდგნენ. „ბავარია“ - ტოპ-დონის გუნდია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მოედანზე დამალვას, განსაკუთრებით ჩვენს მოედანზე, გულშემატკივრების თვალწინ. გახსნილ თამაშს ველოდები“, - იძახის ვინგერი ლეონ ბეილი.

ლევერკუზენელებმა პირველი მატჩი კი წააგეს ანგარიშით 1:3, მაგრამ სამაგიეროდ კარში „ბავარიელებზე“ მეტი დარტყმები ჰქონდათ. „მაშინ ჩვენ, სამწუხაროდ პირველი 20, 30 წუთი დაგვეძინა, სამაგიეროდ კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს მეტად დიდი პატივისცემით მოვეპყარით“, - იძახის ჰერლიხი. პარასკევს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

საკადრო კუთხით „ბაიერს“ ყველაფერი წესრიგში აქვს. „ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით. უარეს შემთხვევაში მარცხს ვიწვნევთ, უკეთესში კი მატჩის მოგება შეგვიძლია“, - აცხადებს ჰერლიჰი.

1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.