» » ბონეკი : ლევანდოვსკის შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიპოვოს

ბონეკი : ლევანდოვსკის შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიპოვოს

12-01-2018, 11:29 -ss- სიახლეები 0

ბონეკი : ლევანდოვსკის შეუძლია
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი ზბიგნევ ბონეკი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გვევლინება, ანალიტიკურ-სპორტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. 61 წლის ვეტერანი შემტევის განცხადებით, მის თანამემამულეს შეუძლია "ოქროს ბურთი" მოიპოვოს, მაგრამ ამისათვის მან ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი უნდა აღმართოს.

"ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. მას აქვს შესაძლებლობა, უახლოეს წლებში "ოქროს ბურთი" მოიპოვოს. მაგრამ ამისათვის მან ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი უნდა მოიგოს. სწორედ ამიტომ გადავიდა იგი დორტმუნდის "ბორუსიადან" მიუნხენის "ბაიერნში". შესაძლოა მან დასახულ მიზანს, 2018 წელს მიაღწიოს"-ციტირებს გამოცემა Kicker-ი, ზბიგნევ ბონეკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, პოლონელი გოლიადორი კვლავაც ჩვეული შედეგიანობით გამოირჩევა. გერმანიის ჩემპიონატის, უეფას ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ეგიდით გამართულ 25 შეხვედრაში, ბავარიელთა შემტევმა 20 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.