» » მიუნხენელებმა ლევერკუზენში იმარჯვეს

მიუნხენელებმა ლევერკუზენში იმარჯვეს

13-01-2018, 12:25 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

მიუნხენელებმა ლევერკუზენში იმარჯვეს
პარასკევს 12 იანვარს, მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის მე-18 ტურის ეგიდით, ლევერკუზენს ესტუმრა და ადგილობრივი გუნდი ანგარიშით 1-3 დაამარცხა. ხავი მარტინესის, ფრანკ რიბერისა და ხამეს როდრიგესის მიერ გატანილი გოლების წყალობით, ბავარიელებმა საკუთარ აქტივში მორიგი სამი ქულა მიითვალეს. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი - "თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში, ჩემი გუნდი ტაქტიკურად, ძალზედ გამართულ ფეხბურთს თამაშობდა. მოწინააღმდეგე შეტევებზე იყო ორიენტირებული, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ დაცვაში კარგი თამაში. ლევერკუზენში გამარჯვება, ყოველთვის რთულია. ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი და გამარჯვებაზე დაგეშილი გუნდია. მათ დღეს ძალიან ბევრი სირთულეები შეგვიქმნეს"

სანდრო ვაგნერი - "ჩვენ დავისახეთ მაღალი მიზანი, რომლის სისრულეში მოსაყვანადაც, თავდაუზოგავად ვმუშაობდით. დღეს ყველამ ნახა, რომ ჩვენ ვმოქმედებდით ისე, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, შევქმენით ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი. თავისმხრივ ლევერკუზენის "ბაიერმაც" შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზა. ვფიქრობ ჩვენი გამარჯვება დამსახურებულია. ეს სასიამოვნო დასაწყისია"

ფრანკ რიბერი - "ლევერკუზენში თამაში ყოველთვის რთულია. დღეს ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ სირთულეები არ გვაკლდა, რადგანაც მეტოქე გუნდმა ძლიერ წნეხში გვამყოფა. ვფიქრობ მატჩის მსვლელობისას, ბურთზე კონტროლი უნდა გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ ანგარიშით 3-1 და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია."

სვენ ბენდერი - (ბაიერის მცველი) " შეხვედრის პირველ ნახევარში არასაკმარისად გაბედულად ვმოქმედებდით. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ანგარიში 0-2 გახდა. დღეს "ბაიერნი" ცივსისხლიანად მოქმედებდა, მათ გაიტანეს გოლები და გამარჯვებაც დაიმსახურეს"

ჰეიკო ჰერლიხი (ბაიერის მთავარი მწვრთნელი) - "ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით ამაყები ვართ. ვმოქმედებდით ღიად და მეტოქე გუნდზე ძლიერ ზეწოლას ვახორციელებდით. ბავარიელები გადამწყვეტ სიტუაციებში უშეცდომოდ თამაშობდნენ. ჩვენ გვქონდა მომენტები, მაგრამ აღსანიშნავი ფაქტია, რომ მეტოქემ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა"
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.