» » რიბერი : ხელშეკრულების გახანგრძლივება მსურს

რიბერი : ხელშეკრულების გახანგრძლივება მსურს

13-01-2018, 19:23 -ss- სიახლეები 0

რიბერი : ხელშეკრულების გახანგრძლივება მსურს
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 34 წლის ვეტერანი ვინგერის განცხადებით, მის სურვილს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივება წარმოადგენს და აღნიშნავს, რომ კიდევ დიდი ხნით სურს, მიუნხენური კლუბის ღირსების დაცვა.

"ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მსურს მიუნხენის "ბაიერნში", რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე. აქ თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ. მიხარია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მუშაობა და ძალიან მიყვარს, ჩვენი ერთგული გულშემატკივარი"-აღნიშნა ფრანკ რიბერიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმაც. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, ვეტერანი ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაში, გუნდისათვის კვლავაც პროდუქტიულია.

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ფრანკ რიბერის კონტრაქტთან დაკავშირებით, ეს პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ფრანკი ამის შესახებ ინფორმირებულია. მიუნხენის "ბაიერნის" მიერ გამართულ ბოლო შეხვედრებში, რიბერიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა"-ციტირებს გამოცემა Sport Bild-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.