» » მარტინესი თავის პოზიციაზე ბრწყინავს

მარტინესი თავის პოზიციაზე ბრწყინავს

14-01-2018, 13:40 dachi8 სიახლეები 0

მარტინესი თავის პოზიციაზე ბრწყინავს
32-ე წუთზე მისი გოლი პირველი გახდა, გამარჯვების მატჩში ლევერკუზენის „ბაიერთან“. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩენილმა ხავი მარტინესმა ცივსისხლიანად გამოიყენა თავისი მომენტი და ახლო მანძილიდან მოწინააღმდეგის კარი აიღო. ჯამში, საბოლოო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში „ბავარიის“ სასარგებლოდ 3:1 აჩვენებდა.

აღსანიშნავი იყო არა მხოლოდ სტილი, რომლითაც მარტინესმა გაიტანა, არამედ გოლის აღნიშვნაც. „ჩემი მეუღლე კვლავ ფეხმძიმედაა, ის მე-4 თვეშია. ივნისში ამ ქვეყანას კიდევ ერთი მარტინესი მოევლინება“, - მოყვა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა.

არა მხოლოდ ამ გოლის გამო იყო მოედანზე მარტინესი ერთ-ერთი გამორჩეული. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი როგორც ყოველთვის მოედანზე მაღალ კლასს დემონსტრირებდა. მან დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის დაცვით მოქმედებებში და ამასთანავე ეფექტურად ერთვებოდა შეტევაშიც.

„ხავი - ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, საყრდენის პოზიციაზე ის შესანიშნავად მოქმედებს“, - შეაქო თანაგუნდელი სვენ ულრაიხმა. „ის ბევრს მოძრაობს, ბევრ ორთაბრძოლას იგებს. ხავი სახიფათოა თავისი თავური დარტყმებით. მოხარული ვარ, რომ დღეს მან ასეთი კარგი თამაში აჩვენა“.

იუპ ჰაინკესმა ასევე აღნიშნა მარტინესის ოსტატობა. „დღეს მან უზადო თამაში აჩვენა“, - განაცხადა მწვრთნელმა. გერმანელი მწვრთნელის „ბავარიაში“ დაბრუნების შემდეგ პირველივე მოქმედება ხავი მარტინესის ცენტრალური მცველობიდან საყრდენ პოზიციაზე გადაყვანა აღმოჩნდა. მომდევნო კვირებმა აჩვენეს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.