» » რუმენიგე: მე და ჰიონესმა ჩვენს სატრანსფერო ფილოსოფიას გადავხედეთ

რუმენიგე: მე და ჰიონესმა ჩვენს სატრანსფერო ფილოსოფიას გადავხედეთ

14-01-2018, 19:52 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

რუმენიგე: მე და ჰიონესმა ჩვენს სატრანსფერო ფილოსოფიას გადავხედეთ
“ბავარიის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ტელეკანალ Sky-თან მიცემულ ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას შეეხო და განაცხადა, რომ „ბავარიამ“ თავისი სატრანსფერო ფილოსოფია შეცვალა.

„ბაიერნს არ შეუძლია ნეიმარის მსგავსი ტრანსფერები განახორციელოს, რადგან ამხელა თანხები ჩვენ უბრალოდ არ გაგვაჩნია, მაგრამ გუნდის კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტება გვსურს, ისინი კი იაფი არ ეღირება. მე და ული ჰიონესმა ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ საბოლოო ჯამში ამ ფასების გადახდა მოგვიწევს და შეგვიძლია 80-დან 100 მილიონამდე გადავიხადოთ 1 ფეხბურთელში. სატრანსფერო ბაზარი - ბაზარია და წესებს ჩვენ არ ვაწესებთ იქ“ - განაცხადა რუმენიგემ.

გარდა აღნიშნულისა, რუმენიგე სხვადასხვა თემებსაც შეეხო ინტერვიუში და გავრცელებულ ხმებს ლეონ გორეცკას ზაფხულში „ბაიერნში“ გადასვლის თაობაზე უპასუხა, ასევე ჰაინკესის კლუბში კიდევ 1 წლით დარჩენაზე, არტურო ვიდალის მომავალზე და მომავალი მწვრთნელის წარმომავლობის შესახებაც გასცა კითხვებს პასუხი.

რუმენიგე ლეონ გორეცკაზე: „გიჟები ვიქნებოდით, რომ არ გვეფიქრა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის დამატებაზე, რომელსაც ზაფხულში „შალკესთან“ კონტრაქტის ვადა ეწურება. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული თუ ვის აირჩევს, რადგან მისით ტოპ კლუბები მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი. სასიამოვნო იქნებოდა, თავისი არჩევანი „ბაიერნზე“ რომ შეაჩეროს. თავის გადაწყვეტილებას ლეონი რამოდენიმე დღეში გაასაჯაროვებს“.

რუმენიგე ჰაინკესზე: „უბრძოლველად ამ შესანიშნავი და მაღალკვალილფიციური მწვრთნელის დათმობას არ ვაპირებთ. თუმცა, თუ ჰაინკესი მაინც გადაწყვეტს, რომ ზაფხულში კლუბი დატოვოს, ჩვენ მასთან მომავალი მწვრთნელის თაობაზე კონსულტაციებს გავივლით. გადაწყვეტილია, რომ 1 ივლისს ჩვენ გერმანელ მწვრთნელს წარვადგენთ, ჰაინკესი რა თქმა უნა პრიორიტეტია. ტომას ტუხელი? - ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ არ მსურს კონკრეტულ სახელებზე ვისაუბრო, ამას დახურულ კარს მიღმა გავარჩევთ. ტუხელს რთული ხასიათი აქვს? - რაღაც მომენტში ჩვენ ყველანი რთული ტიპები ვიყავით“

რუმენიგე არტურო ვიდალზე: „გადაწყვეტილებას არტურო ვიდალთან დაკავშირებით ზაფხულში მივიღებთ“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.