» » შესანიშნავი ყმაწვილი და მსოფლიო დონის ფეხბურთელი

შესანიშნავი ყმაწვილი და მსოფლიო დონის ფეხბურთელი

14-იან-2018, 21:45
0262
ეს გოლი მატჩის შესანიშნავ დამაგვირგვინებლად იქცა „ბავარიისთვის“ ლევერკუზენში. უკვე დამატებით დროში მიუნხენელებმა „ბაიერის“ კარში 18 მეტრიანი საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვეს. ბურთს ხამესი მიუახლოვდა და ადგილიდან ლამაზი დარტყმით ბურთი კარის ზედა კუთხეში მოათავსა - 3:1!

„ეს შესანიშნავი საჯარიმო იყო“, - აღფრთოვანებული იძახდა იუპ ჰაინკესი. „ფეხბურთელი ექსტრა-კლასისაა, მან დიდებული დარტყმა განახორციელა“, - აზრი გამოთქვა სვენ ბენდერმა, რომმელმაც ხამეს როდრიგესის შეჩერება მხოლოდ წესების დარღვევით შეძლო.

თვითონ გოლის ავტორმა მოწიწებით აღნიშნა, რომ გოლი ნამდვილად „ლამაზი“ გამოვიდა.


შესანიშნავი ყმაწვილი და მსოფლიო კლასის ფეხბურთელი

„ლამაზი“ გოლი ხამესს შესანიშნავი თამაშისათვის ჯილდოდ ერგო. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მატჩში „ბაიერთან“ ყველაზე მეტი ბურთთან შეხება დააგროვა (91), ორთაბრძოლების მოგების რაოდენობაც 91% აქვს, ხოლო გადაცემების სიზუსტე 90% - რომელიც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა „ბავარიელს“ შორის.

ხამესმა ასევე მატჩში 6 საგოლე გადაცემა შექმნა - საუკეთესო მაჩვენებელი არტურო ვიდალთან ერთად - და ფრანკ რიბერის კი საგოლე გადაცემა გაუკეთა.

„შესანიშნავი ყმაწვილი და მსოფლიო დონის ფეხბურთელი“, - შეაქო რაფინიამ თავისი თანაგუნდელი. ხამესის თამაში იმის დემონსტრირებაა, რომ ის უკვე მიუნხენში თავს შინაურულად გრძნობს. „ბავარია“ - ტოპ-დონის კლუბია. აქ მე დიდი ხანი არაა რაც ვიმყოფები, მაგრამ უკვე ბედნიერი ვარ. აქ მე ყველაფერი მომწონს“, - მოყვა კოლუმბიელმა.

ასეთი გოლები კი ყველას ბედნიერს ხდის, ვინც „ბავარიის“ მიმართ გულგრილი არაა.

შესანიშნავი ყმაწვილი და მსოფლიო დონის ფეხბურთელი
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..