» » ლეროი სანე: "კიმიხმა მირჩია ეს გამეკეთებინა"

ლეროი სანე: "კიმიხმა მირჩია ეს გამეკეთებინა"

15-01-2018, 23:57
0190
გერმანიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ლეროი სანემ თავის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არჩია ინგლისურ კლუბში გადასვლა, გერმანიაში დარჩენას.

„ბავარია“ - დიდი კლუბია. მშვენიერია, რომ მიუნხენელებს ყოველთვის სურთ ახალგაზრდებთან და ნიჭიერ გერმანელ ფეხბურთელებთან მუშაობა. ჩემი სურვილი იყო გვარდიოლასთან მუშაობა და უფრო უცხოური კლუბები მიზიდავდა. მე მას გავყევი, რადგან ის ნებისმიერ ფეხბურთელს უკეთესს ხდის და მსოფიოში საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც პეპი „ბავარიას“ წვრთნიდა, მე იმ დროს "შალკეს" ფეხბურთელი ვიყავი და მის წინააღმდეგ ვთამაშობდი“.

„პეპმა პირადად დამირეკა, რათა „მანჩესტერ სიტიში“ გადავსულიყავი. მე ასევე იოშუა კიმიხთან ვისაუბრე გვარდიოლას შესახებ. მან კი მირჩია: „ლეროი, გვარდიოლა თუ დაგირეკავს და გეტყვის, რომ თავის გუნდში შენი ხილვა სურს, გააკეთე ეს“, - განაცხადა გერმანელმა ვინგერმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში, კატალონიელმა სპეციალისტმა - ხოსეპ გვარდიოლამ ლეროი სანესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბავარია“ ახალგაზრდა ვინგერით დაინტერესებული იყო და შეთავაზებაც გაკეთდა, თუმცა მაშინ სანემ რეკორდმაისტერში გადმოსვლა არ ისურვა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..