Kicker : იუპ ჰაინკესი ნიკლას ზულეს შესახებ საუბრობს » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » Kicker : იუპ ჰაინკესი ნიკლას ზულეს შესახებ საუბრობს

Kicker : იუპ ჰაინკესი ნიკლას ზულეს შესახებ საუბრობს

16-01-2018, 12:23 -ss- სიახლეები 1

Kicker : იუპ ჰაინკესი ნიკლას ზულეს შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი, ყველასათვის ცნობილ ავტორიტეტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის ცენტრალურ მცველებს, მატს ჰუმელსსა და ჟერომ ბოატენგს ფხიზლად ყოფნისკენ მოუწოდებს. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, ნიკლას ზულეს სახით ხსენებულ ორ ფეხბურთელს, სერიოზული კონკურენტი ჰყავს.

"რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის ნიკლას ზულე არ არის ისეთივე დონის ფეხბურთელი, როგორიც ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსია, მაგრამ ამ ორ მოთამაშეს ვურჩევდი მუშაობა მაქსიმალური კონცენტრაციით გააგრძელონ, რადგანაც ზულე მაღალი კლასის ცენტრალური მცველია და იგი საკუთარ გზას აუცილებლად გაიკაფავს. ეს ფეხბურთელი მცირედით ფლეგმატულია. ამიტომაც მას ჩემგან, გამუდმებით ერთგვარი ბიძგი ესაჭიროება. მაგრამ მან შესანიშნავად უწყის, რომ მე მისთვის მხოლოდ კარგი მსურს."-განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ბავრიელთა დამრიგებელმა ასევე ისაუბრა სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკის შესახებ და ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენად კომფორტულია მისთვის მიმდინარე საქმიანობა, შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"გუნდის მთავარი მწვრთნელი, ამა თუ იმ ფეხბურთელისგან განსხვავებით, საკუთარი საქმიანობით ტკბობას ვერ იღებს. მწვრთნელმა წინასწარ იცის, არათუ დღის, არამედ მთელი კვირის განრიგი. არა, შეუძლებელია რომ ამგვარმა სამუშაომ გუნდის თავკაცი ნეტარებაში ამყოფოს"-დაასრულა ჰაინკესმა.
0
0

-ss- (16 იანვარი 2018 12:30)

კაი რა იუპ, ბაიერნის ტრენერი რომ ხარ და მილიონები გაქვს ხელფასი მაგაზე დიდი ტკბობა რა უნდა იყოს kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.