» » ჰაინკესი : მე მათ ვენდობი !

ჰაინკესი : მე მათ ვენდობი !

17-01-2018, 12:52
0136
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი "რეკორდმაისტერის" ვეტერანი ვინგერების, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შესახებ საუბრობს. ანალიტიკურ-სპორტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის გამოცდილი დამრიგებელი აცხადებს, რომ ხსენებული ფეხბურთელების დაუფასებლობა არ შეიძლება და მათ მიმართ, ამ დრომდე განსაკუთრებული ნდობა აქვს.

"არავინ არ უნდა მისცეს თავს უფლება და არ დააფასოს ფრანკ რიბერი და არიენ რობენი. ამ დრომდე, ორივე ეს ფეხბურთელი მოწადინებულია რაღაც ახალი შეისწავლონ. ჩემზე განსაკუთრებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, საკუთარი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით, რიბერის მიერ გაწეული სამუშაო პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ეს მოთამაშე, ჩემი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს."-ციტირებს გამოცემა Kicker-ი, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, 72 წლის სპეციალისტმა ასევე ისაუბრა, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში, ლეონ გორეცკას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ლეონ გორეცკას ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის და ფეხბურთელთან კონკრეტული ხელშეკრულებაც არ გვაქვს გაფორმებული, მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ ამის შანსი საკმაოდ მაღალია. ეს ტრანსფერი თავად ფეხბურთელისთვისაც უკეთესი იქნება"-განაცხადა ჰაინკესმა

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, ინტენეტ-გამოცემა Sport1-მა, გელზენკირხენის შალკე 04-ის ექს-ფორვარდის, ებე სანდის ინტერვიუ გაავრცელა , სადაც ხსენებული ფეხბურთელი ლეონ გორეცკას შესაძლო ტრანსფერს მიუნხენური კლუბის რიგებში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა: "ჩემი აზრით ლეონ გორეცკა მიუნხენის "ბაიერნში" არ გადავა და ასპარეზობას კვლავაც "შალკეს" შემადგენლობაში განაგრძობს. იგი ძალიან დიდი ხანია ფიქრობს საკუთარ მომავალზე. პირადად ჩემი სურვილიც მდგომარეობს იმაში, რომ მან თავის ამჟამინდელი კლუბი არ დატოვოს. ეს მისთვის, მოვლენათა განვითარების საუკეთესო სცენარი იქნებოდა"-აღნიშნა "შალკე 04"-ის ყოფილმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..