გორეცკამ ბაიერნში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » გორეცკამ ბაიერნში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

გორეცკამ ბაიერნში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

19-01-2018, 14:45 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 1

გორეცკამ ბაიერნში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა
„შალკე 04“-ის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდლმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელი შუახაზელი ლეონ გორეცკა 2018 წლის ზაფხულიდან „ბავარიის“ ფეხბურთელი გახდება.


კრისტიან ჰაიდლი: „ხუთშაბათს კარლ-ჰაინც რუმენიგემ გვაცნობა, რომ ლეონმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ის „შალკეს“ რიგებში დაგვეტოვებინა, მაგრამ მან „ბავარიაში“ გადასვლა ისურვა. ძალიან ვწუხვართ ასეთი ფეხბურთელის დაკარგვით“.

„შალკეს“ მწვრთნელი დომენიკ ტედესკო: „დამწუხრებულები ვართ და იმედგაცრუებულები გორეცკას დაკარგვის გამო, როგორც ფეხბურთელის, ასევე როგორც პიროვნების, მაგრამ მისი გადაწყვეტილება მივიღეთ. ლეონი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და ვიმედოვნებ, რომ კვირას გულშემატკივრები ნეგატიურად არ გამოხატავენ რეაქციას მის მიმართ“.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "მოხარულები ვართ, რომ პერსპექტიულმა ნაციონალური გუნდის გერმანელმა ფეხბურთელმა "ბაიერნის" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ბუნდესლიგაში დარჩება, იმის მიუხედავად, რომ მისით ბევრი უხცოური გუნდი იყო დაინტერესებული".

„ბავარიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა იურგენ კოლერმა ცოტა ხნის წინ ლეონ გორეცკაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ვიცი, რომ ეს ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ყველა თვისებები გააჩნია იმისათვის, რომ ისეთ კლუბში ითამაშოს, როგორიც „ბავარიაა“.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი შუახაზელის კონტრაქტი „შალკესთან“ ზაფხულში იწურება და გორეცკა „ბაიერნს“ ზაფხულში უფასოდ შეუერთდება, მისი კონტრაქტი კი ძალაში 2022 წლამდე იქნება გათვლილი. 22 წლის ლეონი, რომელიც თებერვალში 23-ის ხდება "ბოხუმის" აღზრდილია და "შალკეს" რიგებში 2013 წლიდან ირიცხება.

მისი სტატისტიკა კი ამ სეზონში შემდეგნაირად გამოიყურება:

თამაშების რაოდენობა - 11
წუთების რაოდენობა - 827
გატანილი გოლი - 4
საგოლე გადაცემა - 0
გადაცემა - 335
გადაცემების სიზუსტე - 76,7%
საშუალო საკვანძო გადაცემები თამაშში - 0,8
საშუალო დარტყმები თამაშში - 0,8
მატჩის ფეხბურთელი - 3-ჯერ
რეიტინგი - 7,25
1
1

Mishka (19 იანვარი 2018 20:36)

ჰაეეეეე მევიდა ღუტუნია როგორც იქნა deutsch rekordera haee haee haee haee
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.