» » ჰაინკესი როდრიგესისა და რუდის დაპირისპირებაზე: "ეს კაცების სპორტია!"

ჰაინკესი როდრიგესისა და რუდის დაპირისპირებაზე: "ეს კაცების სპორტია!"

20-იან-2018, 01:21
0299
„ბავარიის“ კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესსა და სებასტიან რუდის, დღევანდელ ვარჯიშზე შეკამათება მოუვიდათ, იუწყება გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild.


ფეხბურთელებს შორის პატარა დაპირისპირება სიტყვიერ კონფლიქტში გადაიზარდა , რომელშიც ჩართული პოლინელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკიც აღმოჩნდა.

სუტიაციაში ჩარევა „ბავარიის“ ვეტერანებს მოუწიათ - ჟერომ ბოატენგს, ფრანკ რიბერის და რაფინიას. იძახიან, რომ არიენ რობენმა სავარჯიშო სესია შემდეგი სიტყვებით დაასრულა - „მიდით ბიჭებო, გააგრძელეთ“.

როგორც გაირკვა, კონფლიქტი ხამესის უხეშმა თამაშმა გამოიწვია რუდის მიმართ. თუმცა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კოლუმბიელმა და გერმანელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ამით კონფლიქტი ამოწურეს.

იუპ ჰაინკესმა აღნიშნული კი შემდეგნაირად შეაფასა: „თამაში 6 გოლზე იყო, მეტი პრესინგით, საქმეც ამაშია. მეც ამისკენ მოვუწოდებდი, რომ უფრო მეტად აგრესიულად ეთამაშათ დაცვით საკითხებში ერთი-ერთზე სიტუაციებში. დროა საქმით დავკავდეთ. ფეხბურთი კაცების სპორტია!“, - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ჰაინკესი როდრიგესისა და რუდის დაპირისპირებაზე: "ეს კაცების სპორტია!"

ჰაინკესი როდრიგესისა და რუდის დაპირისპირებაზე: "ეს კაცების სპორტია!"

ჰაინკესი როდრიგესისა და რუდის დაპირისპირებაზე: "ეს კაცების სპორტია!"
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..