» » ჰაინკესი დემბელესა და ობამეანგის მსგავს ფეხბურთელებს არ ისურვებდა

ჰაინკესი დემბელესა და ობამეანგის მსგავს ფეხბურთელებს არ ისურვებდა

20-იან-2018, 01:38
0248
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა კრიტიკული შეფასება მისცა „ბორუსიის“ ფორვარდს პიერ-ემერიკ ობამეანგსა და „ბორუსიის“ ყოფილ ფეხბურთელს უსმან დემბელეს, რომელიც ამჟამად „ბარსელონას“ ფერებს იცავს.

რამოდენიმე დღის უკან ობამეანგი პირველი გუნდიდან ჩამოცილებული იქნა და ბუნდესლიგის მე-18 ტურის თამაშზე „ვოლფსბურგთან“ არ იქნა დაშვებული. გაბონელმა შესაძლოა კარიერა ლონდონის „არსენალში" გააგრძელოს. რაც შეეხება დემბელეს, წინა წლის ზაფხულში ფრანგმა უარი განაცხადა „ბორუსიის“ განკარგულებაში დაბრუნებაზე, რათა კლუბი აეძულებინა ის „ბარსელონასთვის“ მიეყიდა.

„ვფიქრობ, დღეს ფეხბურთელები ძალიან პრივილიგებულნი არიან, განსაკუთრებით თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბევრ უბრალო ადამიანს ხელფასისათვის მძიმედ გარჯა უწევს. ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ პროფესიონალურ ეთიკაზე და მორალზე. ის სიტუაციები, რომლებიც ობამეანგსა და დემბელეს უკავშირდება, კრიტიკულია. კლუბები, რომლებიც მათ იძენენ, უნდა ესმოდეთ, რომ ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ ამ კლუბებსაც ასევე მოექცნენ. პირადად მე უარს ვიტყოდი ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებზე“.

„ფეხბურთი - გუნდური სპორტია, არ შეიძლება იყო ეგოისტური და მხოლოდ შენს მიზნებზე ფიქრობდე. ასევე, არ შეიძლება დაივიწყო გულშემატკივრებზეც. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ასეთ სიტუაციებს, რომ გულშემატკივრებმა ზურგი არ გვაქციონ ჩვენ და მთლიანად ფეხბურთს“, - განაცხადა 73 წლის სპეციალისტმა.


1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..