გოლები! რეკორდები! იუბილე! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » გოლები! რეკორდები! იუბილე!

გოლები! რეკორდები! იუბილე!

22-01-2018, 00:14 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 0

გოლები! რეკორდები! იუბილე!
6 გოლი იანვრის ცივ საღამოს - „ალიანც არენის“ სტუმრები მოთმინებისთვის დაჯილდოებულნი აღმოჩნდნენ. „ბავარიის“ 3 ფეხბურთელისთვის „ვერდერთან“ მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა.



თომას მიულერი

- მსოფლიოს ჩემპიონმა პირველად მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა

- მე-2 გოლი, ხამესის შესანიშნავი საგოლე გადაცემით მიულერისათვის მე-100 აღმოჩნდა ბუნდესლიგაში (272 მატჩში). მხოლოდ გერდ მიულერი (365), კარლ-ჰაინც რუმენიგე (162), როლანდ ვოლფარტი (119) და დიტერ ჰიონესი (102) ფლობენ თავის აქტივში 100-ზე მეტ გოლს ბუნდესლიგაში.

- თომას მიულერმა ვერდერის კარში უკვე 9 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის არც ერთი სხვა კლუბისათვის არ გაუტანია ამაზე მეტი. საერთო ჯამში 17 მატჩში მან თავისი გუნდის 22 გოლში მიიღო მონაწილეობა (9 გოლი, 13 საგოლე გადაცემა).

- თუ მიულერი მატჩში გოლს იტანს „ბავარია“ პრაქტიკულად ყოველთვის იგებს. ბუნდესლიგის 78 მატჩში, სადაც მიულერს აქვს გატანილი, „ბავარიამ“ 74 მოგება იზეიმა და 4 ფრე დააფიქსირა.


რობერტ ლევანდოვსკი

- 45-ჯერ გაიტანა ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მატჩშებში 1 გოლზე მეტი. მხოლოდ გერდ მიულერს (87) და იუპ ჰაინკესს (51) აქვს მასზე მეტჯერ გატანილი.

- ლევანდოვსკის მე-2 გოლი 94-ე აღმოჩნდა მისთვის ბუნდესლიგაში. ამ მაჩვენებლით ლევანდოვსკი ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია „ბავარიის“ ისტორიაში, მას კვალდაკვალ არიენ რობენი მიყვება.

- ლევანდოვსკი „ბავარიის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც თითოეულ პირველ საშინაო თამაშში აქვს გატანილი.



ხავი მარტინესი


- მატჩი ვერდერთან ხავი მარტინესისათვის მე-100 გახდა ბუნდესლიგაში (ასივე ბავარიის შემადგენლობაში).
- ამასთან, ესპანელმა 85-ე გამარჯვება აღნიშნა - ეს რეკორდია! ბუნდესლიგის ვერც ერთმა სხვა ფეხბურთელმა ვერ შეძლო 100 თამაშში 85 გამარჯვება აღენიშნა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.