» » მიულერი: გორეცკა შესანიშნავი ფეხბურთელია

მიულერი: გორეცკა შესანიშნავი ფეხბურთელია

24-01-2018, 13:31
068
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი, "რეკორდმაისტერსა" და ლეონ გორეცკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში, მიულერმა ზემოხსენებული ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მას სიამოვნებით იხილავს, მიუნხენური კლუბის რიგებში.

"გორეცკა შესანიშნავი ფეხბურთელი და ამავე დროს, ძალიან კარგი ადამიანია. ვფიქრობ ეს ფეხბურთელი, საკუთარი სათამაშო მონაცემებით, ჩვენი კლუბისათვის შესაფერისია. ის არის მოთამაშე, რომლის ხილვაც ნამდვილად მსურს, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში. იგი გამოირჩევა ძლიერი ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლებით. გარდა ამისა, მოედანზე მას ძალიან დიდი ე.წ "შავი სამუშაოს" შესრულება შეუძლია"-განაცხადა ბავარიელთა შემტევმა

"რეკორდმაისტერის" რიგებში, ლეონ გორეცკას ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, გელზენკირხენის "შალკე 04-ის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდელმა. ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, მან საკუთარი გუნდის ქომაგებს, მშვიდად ყოფნისაკენ მოუწოდა და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, მე მესმის ჩვენი გულშემატკივრების უკმაყოფილების. მაგრამ ახლა საქმე ეხება საკუთარ გუნდს. გორეცკა შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ლეონმა შეძლოს და დაეხმაროს შალკეს, დასახული მიზნებისათვის ბრძოლაში. ამისათვის კი აუცილებელია, რომ ყველანი მშვიდად ვიყოთ"
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..