ნიკო კოვაჩი: "ბაიერნთან" კონტაქტი არ მქონია » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ნიკო კოვაჩი: "ბაიერნთან" კონტაქტი არ მქონია

ნიკო კოვაჩი: "ბაიერნთან" კონტაქტი არ მქონია

24-01-2018, 14:10 -ss- სიახლეები 1

ნიკო კოვაჩი:
საფეხბურთო კლუბ "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მასსა და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობას შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებათა პროცესი, რომელიც უკავშირდება მის შესაძლო დანიშვნას "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, მომავალ საფეხბურთო სეზონში იგი კვლავაც "აინტრახტის" დამრიგებელი იქნება.

"ამ საკითხთან დაკავშირებით, "ბავარიასთან" არანაირი კონტაქტი არ მქონია. ამის გარანტიას გაძლევთ, სრული ასი პროცენტით. მოცემულ მომენტში, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მომავალ საფეხბურთო სეზონშიც, საფეხბურთ კლუბ "აინტრახტში" ვიმუშავებ. მე, ხსენებულ კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლამდე მაკავშირებს. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ჩემთვის მთავარია გუნდის წინაშე მდგარი სპორტული პერსპექტივები და ვფიქრობ, რომ დასახულ მიზანს თავს კარგად ვართმევთ"-ციტირებს გამოცემა Kicker-ი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისათვის, საინტერესოა სვენ ულრაიხის კომენტარი, იუპ ჰაინკესის დარჩენასთან დაკავშირებთ, რომელიც ცხადყოფს, რომ "ბავარიელ" ფეხბურთელებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, იმისა რომ იუპი საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის და გერმანულ გრანდში მუშაობას, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

"შემიძლია, "ბაიერნის" უკლებლივ ყველა ფეხბურთელის სახელით, შემდეგი შინაარსის განცხადება გავაკეთო: ჩვენ ყველას ძალიან გაგვეხარდება, თუკი იუპი ბავარიაში კიდევ ერთი სეზონით დარჩება. ამავე დროს გვესმის, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო სიტყვა მხოლოდ მას ეკუთვნის"-განაცხადა სვენ ულრაიხმა ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან საუბრისას.
1
1

-ss- (24 იანვარი 2018 23:02)

რა გინდა მეშვიდე ადგილზე კი ჰყავს გუნდი და მეორეადგილოსანს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება :))
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.