» » Goal: ზულემ იულიან ნაგელსმანი შეაქო

Goal: ზულემ იულიან ნაგელსმანი შეაქო

24-01-2018, 16:09 -ss- სიახლეები 0 51

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან საუბრისას, საქებარ სიტყვებს არ იშურებს, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის მისამართით და აღნიშნავს, რომ ხსენებული სპეციალისტი მასზედ დაკისრებულ მოვალეობას, თავს შესანიშნავად ართმევს.

"მე არ მეგულება არც ერთი სხვა კლუბი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, ამდენ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა განვითარების საშუალება. ეს "ჰოფენჰაიმის" განვლილი გზა არის! იულიან ნაგელსმანი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელიც არაჩვეულებრივად ერკვევა თანამედროვე ფეხბურთში. იგი საკუთარ მოთამაშეებს გამუდმებით ესაუბრება და მათ თავის იდეებს უზიარებს."-ციტირებს გამოცემა Goal-ი, ნიკლას ზულეს სიტყვებს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, იულიან ნაგელსმანის შეგირდები მოპოვებული 27 ქულით, გერმანიის ჩემპიონატში მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან. ბუნდესლიგის ეგიდით გამართული 19 შეხვედრიდან, ხსენებული კლუბის აქტივში შვიდი მოგება, ექვსი ფრე და ამდენივე მარცხია აღნიშნული. შეგახსენებთ, შემდეგ მატჩს, მიუნხენის "ბაიერნი" სწორედ საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ გამართავს. 27 იანვარს, "ალიანც არენაზე" გასამართი მატჩი სტარტს, თბილისის დროით 18:30 საათზე აიღებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..