» » მარკო ფრიდლი ბრემენის ვერდერს იჯარით შეუერთდა

მარკო ფრიდლი ბრემენის ვერდერს იჯარით შეუერთდა

25-01-2018, 20:30 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 2

მარკო ფრიდლი ბრემენის ვერდერს იჯარით შეუერთდა
21 წლამდელთა ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი მარკო ფრიდლი „ბავარიას“ ტოვებს, რომ იჯარის წესით „ვერდერს“ შეუერთდეს. მისი ხელშეკრულება „მუსიკოსებთან“ 2019 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, ხოლო „ბაიერნთან“ მას კონტრაქტი 2021 წლის 30 ივინისამდე აკავშირებს.

„ბოლო თვეებში მარკომ დიდ წარმატებებს მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ ის მომდევნო ნაბიჯს გადადგავს ვერდერში და ძირითადის ფეხბურთელი გახდება“, - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა.

„ბავარიაში“ 10 წელია რაც ვარ და ამისთვის მადლობელი ვარ. სულმოუთმენლად ველი ახალ ამოცანებს ბრემენში. „ვერდერი“ კარგად ცნობილია ავსტრიაში ისეთი ფეხბურთელებით როგორებიც ზლატკო იუნუზოვიჩი ფლორიან კაინზი, მარკო არნაუტივიჩი და ანდრეას ჰერცოგი არიან“, - იძახის ფრიდლი.

ფრიდლი „ბავარიას“ 2008 წელს, 10 წლის ასაკში შეუერთდა და რეკორდმაისტერში მან ყველა ასაკობრივი ჯგუფი გამოიარა. 2017-ში მარკომ U19-ის გერმანიის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. რამოდენიმე თვით ადრე კი მან თავისი პირველი პროფესიონალური ხელშეკრულება გააფორმა „ბავარიასთან“. 2017 წლის ნოემბრის მიწურულს კი პირველ გუნდში მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე „ანდერლეხტთან“ მატჩში შედგა. ამის შემდეგ ფრიდლმა მალე ბუნდესლიგაშიც ჩაატარა თავისი პირველი თამაში.

„ბავარიის“ ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ თავის ტვიტერის გვერდზე მარკოს შემდგი შინაარსის მესიჯი გაუგზავნა: „არენდით 2019 წლის 30 ივნისამდე გადახვედი ბრემენში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ვითამაშებთ ერთად „ბავარიის“ შემადგენლობაში“.
1
0

-ss- (25 იანვარი 2018 21:11)

dachi8,
პესში თუ ითამაშებენ ერთად kicha
1

dachi8 (25 იანვარი 2018 20:31)

რიბერიმ თავისი თავი დაამშვიდა თუ ფრიდლის ახლა? kicha
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.