» » Goal: ჰაიდელი ოლივერ ბირჰოფს პასუხობს

Goal: ჰაიდელი ოლივერ ბირჰოფს პასუხობს

26-01-2018, 11:41
0120
გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ხელმძღვანელობა, უკმაყოფილებას არ მალავს, გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ოლივერ ბიროფის განცხადების გამო, რომელიც უკავშირდება ლეონ გორეცკას ტრანსფერს, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში. ზემოაღნიშნული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჰაიდელმა, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ვეტერანი ფეხბურთელი გააკრიტიკა და მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისაგან, თავის შეკავება ურჩია.

"ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იყო ის განცხადება, სადაც ილივერი აღნიშნავდა, რომ მას ესმოდა ლეონ გორეცკას პოზიციის. მიმაჩნია, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერი, საკუთარ განცხადებებში უფრო ობიექტური უნდა იყოს. მსგავსი რამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა თქვას, ნაციონალური გუნდის მენეჯერმა. ბირჰოფი თავის კომენტარით, აქეზებს ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, რომ მათ, მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში იასპარეზონ"-აღნიშნავს ჰაიდელი

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ, ოლივერ ბირჰოფმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ლეონ გორეცკასთან დაკავშირებით, შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ესა თუ ის კლუბი ფეხბურთელების წინაშე პასუხისმგებელია. "შალკემ" ლეონ გორეცკას მისამართით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, გვერდში დგომა არ უნდა შეწყვიტოს. როგორც კლუბია უფლებამოსილი არ გაუგრძელოს ფეხბურთელს კონტრაქტი, ისე ფეხბურთელის პრეროგატივაა, მიიღოს სხვადასხვა გამოწვევები"-ციტირებს გამოცემა Bild-ი, ოლივერ ბირჰოფის სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..