» » რუმენიგე: ეს სწორი გადაწყვეტილება იყო

რუმენიგე: ეს სწორი გადაწყვეტილება იყო

26-იან-2018, 12:33
0323
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ბავარიული კლუბის რიგებში ლეონ გორეცკას ტრანსფერს, სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან საუბრისას, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ "ბაიერნი" ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, საჭირო მონდომებას არ გამოიჩენდა, გორცკა გერმანულ ფეხბურთს დაემშვიდობებოდა და ასპარეზობას ესპანეთში გააგრძელებდა.

"თუ გორეცკას არ ავიყვანდით, მაშინ ძალიან დიდი ალბათობით იგი კატალონიის "ბარსელონას" შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა. ეს კი, თავისმხრივ გერმანული ფეხბურთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ლეონი ძალიან დიდ საფეხბურთო ტალანტს ფლობს. 22 წლის ასაკიდან, იგი გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს და საკუთარ პოზიციაზე, მას ძალინ დიდი პოტენციალი გააჩნია. მასთან ხელშეკრულების გაფორმებით, ვფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ"-ციტირებს გამოცემა Goal-ი, რუმენიგეს სიტყვებს.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და ლეონ გორეცკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხსენებული ფეხბურთელი გერმანული გრანდის შემადგენლობას, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდგომ შეუერთდება და მის რიგებში 2022 წლამდე დაჰყოფს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..