» » ვიდალი: ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო

ვიდალი: ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო

26-01-2018, 13:52 -ss- სხვადასხვა 0

ვიდალი: ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო
მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, ინტერნეტ-გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში, მის საფეხბურთო კარიერაში არსებულ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. "ბავარიელთა" ცენტრის განცხადებით, 2017 წლის ბოლო თვეები, მისთვის იმდენად ძნელი აღმოჩნდა, რომ იგი როგორც ფიზიკური ისე სულიერი თვალსაზრისით, ძლიერ გადაღლას განიცდიდა.

"ჩემს კარიერაში არსებული ყველაზე რთული პერიოდი ეს 2017 წლის ბოლო თვეებია, როდესაც ჩემი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა, ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოპოვება. ეს იყო პერიოდი, რა დროსაც მე ძალიან დიდი ძალების გაღება დამჭირდა. განვიცდიდი ძალიან ძლიერ ფიზიკურ და ამავე დროს სულიერ გადაღლასაც, მაგრამ ღვთის წყალობით, ეს უკვე წარსულია. ამ ყველაფრის შემდგომ მე მომეცა დასვენების საშუალება და ახლა თითოეულ მატჩში გამარჯვება მწყურია"

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ჟურნალისტებთან საუბრისას არტურო ვიდალი შეეხო კიდევ ერთ აქტუალურ თემას, რომელიც უკავშირდება მის სანაკრებო მოღვაწეობას და კორესპონდენტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ განიცდიდა იგი რაიმე სახის ზეწოლას, ჩილეს ეროვნული ნაკრების მესვეურთა მხრიდან, შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.

"ამის შესახებ, პრესაში გავრცელებულ სტატიებს მეც გავეცანი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩილეს ნაკრებში არავინ მაიძულებდა საფეხბურთო მოედანზა გასვლას. თუ მე რომელიმე შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, ე.ი ფიზიკური კონდიციები მაძლევდა ამის საშუალებას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, როგორც კლუბის ისე ნაკრების სამედიცინო პერსონალს. ისინი გამუდმებით მუშაობენ იმისათვის, რომ მე შესატყვის ფორმაში ვიყო"-ციტირებს გამოცემა TZ არტურო ვიდალის სიტყვებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.