» » ულრაიხი: "დიდ პროგრესს მივაღწიე"

ულრაიხი: "დიდ პროგრესს მივაღწიე"

26-01-2018, 14:19 dachi8 ინტერვიუ 1

ულრაიხი:
სვენ ულრაიხზე დაყრდნობა ნამდვილად შეიძლება. ბოლო თვეების განმავლობაში 29 წლის გოლკიპერი თავდაჯერებით იცავდა „ბავარიის“ კარს. კლუბის ჟურნალთან ინტერვიუს დროს ულრაიხმა თავის გეგმებზე ისაუბრა. fcbayern.com-ი ინტერვიუს ნაწყვეტებს გვთავაზობს.




სვენ, „ბავარიის“ გულშემატკივრებმა ზედიზედ 2-ჯერ „თვის ფეხბურთელად“ დაგასახელეს. რას ნიშნავს ეს შენთვის?
- ულრაიხი: „ეს მე ძალიან მახარებს, რადგან ჩემი კარგი სამუშაოს დამადასტურებელია. ძალიან სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრებმა 2-ჯერ საუკეთესოდ მაღიარეს“.

ული ჰიონესმა შენ „წლის ადამიანი“ გიწოდა
- „როდესაც ამგვარ სიტყვებს ასეთი ადამიანი იძახის, როგორიც ული ჰიონესია, ეს დიდი პატივია. მთელმა გუნდმა შესანიშნავი წელი ჩაატარა. რამოდენიმე მატჩში გუნდის დახმარება შევძელი, მაგრამ გუნდიც ხშირად მეხმარებოდა მე“.

როგორი რეაქცია ჰქონდათ შენს თანაგუნდელებს ული ჰიონესის ამ სიტყვებზე?
- (იცინის) „ბევრმა ეს ჩემზე სახუმაროდ გამოიყენა. მაგალითად თომას მიულერი დღემდე „წლის ადამიანო“ ასე მომმართავს. მაგრამ ვიცი, თუ თომასი ამ სიტყვებში რას მოიაზრებს“.

ული ჰიონესის სიტყვები და გულშემატკივრების აღიარება შენი ბოლო თამაშების ანარეკლია?
- „ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალურია, რომ სხვანაირად იწყებენ შენს შეფასებას, თუ ყოველ კვირა თავგამოდებით მუშაობ, კარგ თამაშს აჩვენებ, ხოლო გუნდი ამასთან წარმატებას აღწევს. მოხარული ვარ, რომ შევძელი გუნდს დავხმარებოდი წარმატებებში“.

მანუელ ნოიერისაგან გამოხმარეურებებს თუ იღებს?
- ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს და კარგი ურთიერთობები გვაქვს. მაგრამ ჩვენ არ ვარჩევთ თითოეულ მატჩს. „შტუტგარტში“ ჩატარებული მატჩის შემდეგ მან მე მომილოცა, რადგან იცის, თუ როგორია სტუმრად თამაში შენს ყოფილ კლუბთან, სადაც შენ საუკეთესო დახვედრას არ გიწყობენ. ჩემთან ერთად მას უხაროდა ის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მანუელს ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდეს მოედანს, იმის მიუხედავად, რომ მოხარული ვარ თამაშებში მონაწილეობას რომ ვიღებ“.

მოგერიებული პენალტი, შესანიშნავი სეივები - შენ გუნდის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი იყავი ბოლო დროს. თავს ამდენად ძლიერად თვლი, როგორც არასდროს?
- „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო წლებში მიუნხენში გაცილებით დიდ პროგრესს მივაღწიე., თუმცა დიდი დრო სათადარიგო სკამზე გავატარე. მანუსთან და ტონი ტაპალოვიჩთან ვარჯიშები ჩემს სასარგებლოდ წამადგა. მანუელ ნოიერის „დაკოპირება“ შეუძლებელია. ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მაგრამ ის ელემენტები, რომლებსაც ტონი მანუსთან ერთად ამუშავებენ, ჩემს ვარჯიშებშიც გამოიყენება. მაგალითისათვის ჩვენ ნახტომი და ფეხებით თამაში გავაუმჯობესეთ. მაგრამ ნავარჯიშები რომ გაიმყარო, ამისათვის რეგულარულად თამაშია აუცილებელი“.

როდესაც „ბავარიის“ მაღალ მოთხოვნებში ჯდები, ავტომატურად არ ხვდები მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელ კანდიდატებს შორის?
- „ზაფხულის შვებულება უკვე დაგეგმილი მაქვს (იცინის). თუ სერიოზულად, მაშინ, მოხარული ვარ, რომ ჩემი სახელი ასეთ კონტექსტში მოიხსენიება. მაგრამ მანუ მალე დაბრუნდება და მე კვლავ სკამზე დავჯდები, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატზე არც კი ვფიქრობ“.

ამ წელს ბუნდესლიგის შესაძლო მოგება შენთვის დიდი მნიშვნელობის იქნება, ვიდრე წინა წლებში?
- „ბოლო წლებში არასოდეს არ მიგვრძვნია, რომ ტიტული ჩემთვის არასრულყოფილია. ამისათვის მთელი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს. ჩემს პოზიციაზე მნიშვნელოვანია, რომ სათადარიგო გოლკიპერები ვარჯიშებზე მაღალ დონეს ინარჩუნებდნენ, კარგ ატმოსფეროს ქმნიდნენ და გუნდური მოთამაშეები იყვნენ. ტომ შტარკე - ამის საუკეთესო მაგალითია. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონობა ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ნახევარი მატჩები ჩავატარე და ჩემი წვლილი შევიტანე გუნდის წარმატებაში“.



1
1

dachi8 (26 იანვარი 2018 14:19)

მიულერიიი..... lool
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.