» » კომანი: "ბაიერნზე დიდი კლუბი არ არსებობს"

კომანი: "ბაიერნზე დიდი კლუბი არ არსებობს"

26-01-2018, 22:54 dachi8 სიახლეები 1

კომანი:
“ბავარიის“ ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა, კინგსლი კომანმა ავტორიტეტულ გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Bild-თან ინტერვიუსას აღნიშნა, რომ „ბავარიაზე“ დიდი კლუბი მსოფლიოში არ არსებობს და რეკორდმაისტერს მხოლოდ ერთი კლუბის გულისთვის დატოვებს.


„ბავარიაში“ სულ მცირე 5-6 წელიწადს დავრჩები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ 10 წელი ვიქნები, რადგან იმ მომენტისათვის უკვე 31 წლის ვიქნები. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ აქ დიდი ხნით დარჩენა მსურს. თუ ერთხელაც მომიწევს „ბავარიის“ დატოვება, ამას მხოლოდ „ბაიერნზე“ უფრო დიდ კლუბში გადასვლის გამო გავაკეთებ, ასეთი კლუბი კი არ არსებობს. მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება - პსჟ, რომელიც ჩემს საყვარელ კლუბად რჩება, მე იქ დიდი ხანი ვთამაშობდი“.

კომანი პარიზში დაიბადა და 2004 წელს, 7 წლის ასაკში პსჟ-ს ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. მისი დებიუტი პირველი გუნდის შემადგენლობაში კი 2013 წელს, 9 წლის შემდეგ შედგა. ამგვარად ის პსჟ-ს ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, 16 წლის, 4 თვისა და 8 დღის.
2
0

efenbergi 19 (27 იანვარი 2018 16:33)

ოხ შენ გენაცვალე ბიძია ბაბუა.
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.