» » ნოიერი : ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ

ნოიერი : ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ

27-01-2018, 12:58 -ss- სიახლეები 0

ნოიერი : ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ
მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. 31 წლის კიპერის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ საქმე ძალიან კარგად მიდის. ტკივილს უკვე აღარ განვიცდი. ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩემი მიზანია ბევრი სიარული და სხეულის მასის გაზრდა. ვმუშაობ ველო-სავარჯიშო დანადგარებზე, ასევე მთლიანი სხეულისათვის ვასრულებ ძალისმიერ ვარჯიშებს, მიმაჩნია რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები"

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. განსაკუთრებით მომწონს "ზებენერშტრასეზე" ყოველდღიიური ვიზიტი, აქ სამუშაოს შესრულება და დანახვა იმისა, რომ დადებით რეზულტატს ვაღწევ. რეაბილიტაციის პროცესის დროს მე მუდამ ახალ მიზანს ვისახავდი და ამ მიმართულებით მივდიოდი. ასევე ხშირად ვესწრები, კლუბის მიერ "ალიანც არენაზე" გამართულ შეხვედრებს, მოხარული ვარ გუნდის მიერ მიღწეული პროგრესით. ჩვენს წინაში მკაფიო გამოწვევებია და ვფიქრობ, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, ჩვენზე დაკისრებულ სამუშაოს თავს კარგად ვართმევთ. რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით არ ვიცი როდის დავბრუნდები მოედანზე. აუცილებელია საჭირო მუშაობის გაგრძელება და პროგრესირება. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ, ამ სეზონში მოედანზე აუცილებლად გავალ"

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სვენ ულრაიხთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ მისით ძალინ გახარებული ვარ. ჩვენ ერთად ბევრს ვარჯიშობდით. სჩანს, რომ გაწეულ სამუშაოს შედეგი მოაქვს. სვენი შესანიშნავი გოლკიპერია, ამას კი იგი მოედანზე ამტკიცებს. თავის საქმეს, იდეალურად ასრულებს."-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის' ოფიციალური ვებ-გვერდი მანუელ ნოიერის სიტყვებს.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.