» » ნაგელსმანი: მიუნხენში მოსაგებად მივემგზავრებით!

ნაგელსმანი: მიუნხენში მოსაგებად მივემგზავრებით!

27-01-2018, 13:43 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ნაგელსმანი: მიუნხენში მოსაგებად მივემგზავრებით!
საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ოპტიმისტურ განწყობაზეა. დღეს, გერმანიის ჩემპიონატის ეგდით, მისი გუნდი "ალიანც არენას" ეწვევა და მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. ხსენებული სპეციალისტი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ "ჰოფენჰაიმის" მიზანი სამი ქულის მოპოვებაა.

"შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელია. ჩვენ ვარჯიში, სრული საბრძოლო შემადგენლობით გავმართეთ. მიუნხენის "ბაიერნთან" ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრა წარმატებული იყო და ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ ერთ მსგავს მატჩს გავმართავთ. ჩვენი მიზანი არ არის, თამაში მინიმალურ დანაკარგამდე დავიყვანოთ, პირიქით მიუნხენში მივდივართ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ"-ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი იულიან ნაგელსმანის სიტყვებს.

იუპ ჰაინკესი კი საკუთარ მოთამაშეებს აფრთხილებს, რომ მათ წინ ძალიან რთული შეხვედრა ელით. "კლუბის სპორტული განვითარებისათვის, "ჰოფენჰაიმში" ბოლო ორი წლის განმავლობაში, მრავალი რამ გაკეთდა. მათ ძალიან კარგი სათამაშო კონცეფცია გააჩნიათ, რომელშიც მკაფიოდ არის გამოკვეთილი თამაშის გეგმა. წინ საინტერესო 90 წუთი გველის"-აღნიშნავს ჰაინკესი.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიუნხენელებს ზემოხსენებულ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარებიან, მატს ჰუმელსი და ხავი მარტინესი. "მარტინესი ჯერ კიდევ არ არის მზად სრული ასი პროცენტით, ამიტომაც იგი შეხვედრაში წარმოდგენილი არ იქნება. რაც შეეხება ჰუმელსს, მას კიდევ ესაჭიროება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგეს"-განაცხადა ბავარიელთა დამრიგებელმა.

შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" შორის, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.