» » "ბავარიამ" "ჰოფენჰაიმი" დაამარცხა

"ბავარიამ" "ჰოფენჰაიმი" დაამარცხა

28-01-2018, 13:55 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

შაბათს, 27 იანვარს გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:2 შეძლო მეტოქე გუნდის დამარცხება. მიუხედავად საწყისი მძიმე წუთებისა, "ბავარიელებმა" მოახერხეს მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა და საკუთარ მონაგარს, მორიგი სამი ქულა შემატეს. გთავაზობთ, შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


იუპ ჰაინკესი - "თამაშში ისე ვერ შევედით, როგორც ამას მიჩვეულები ვართ. აღსანიშნავია, რომ მეტოქე გუნდი კარგად მოქმედებდა, ისინი გამოირჩეოდნენ მაღალი ორგანიზებით და თავისუფალ ზონებს ეფექტურად იყენებდნენ. გოლიც მალევე მივიღეთ, ართმევებზე კი არადამაჯერებლად ვმოქმედებდით. "ჰოფენჰაიმის" შეტევები წარმატებული იყო. კარგია რომ ანგარიშის გათანაბრება შესვენებამდე მოვახერხეთ. მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ. დღეს ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, ამიტომაც მიღწეული შედეგი დასაფასებელია."

ჟერომ ბოატენგი- "შეიძლება ითქვას, რომ პირველი ოცი წუთის განმავლობაში, უბრალოდ გვეძინა. ძალიან ცუდათ ვმოქმედებდით და ბევრი რამ გამოგვეპარა. მაგრამ შემდგომ, ჩვენ შესანიშნავი პასუხი გავეცით. გავხდით მეტად აგრესიულები, რამაც ჩვენი დამსახურებული გამარჯვება გამოიწვია"

სანდრო ვაგნერი- "მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში მე პირველი გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. "ჰოფენჰაიმი" კარგი გუნდია, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და რომელსაც ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თავიდანვე მათი განწყობა მეტად საბრძოლო იყო და მათ საკუთარი შანსების რეალიზებაც მოახდინეს. ეს კი მათ მაღალ კლასზე მეტყველებს. მიუხედავად ამისა ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, რაც ასევე ჩვენი მაღალი საფეხბურთო დონის დასტურია"

იულიან ნაგელსმანი ("ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი)- "შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენ კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ რაღაც ეტაპზე "ბაიერნის" მიერ წარმოებული წნეხი იმდენად გაიზარდა, რომ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობის მომენტები გვქონდა, მაგრამ ისინი გამოვიყენეთ. მთლიანობაში შემიძლია განვაცხადო, რომ "ბავარიამ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა შეგვეძლო ერთით ნაკლები გოლი გაგვეშვა"
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.