ბასტის გამოსამშვიდობებელი საღამო » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ბასტის გამოსამშვიდობებელი საღამო

ბასტის გამოსამშვიდობებელი საღამო

28-01-2018, 20:28 dachi8 სიახლეები / მთავარი ამბები 2

ბასტის გამოსამშვიდობებელი საღამო
2018 წლის 28 აგვისტოს „ალიანც არენაზე“ მოვლენას აღნიშნავენ: გამოსამშვიდობებელი მატჩი ბასტიან შვაინშტაიგერთან. ლეგენდარული ნახევარმცველი „ბავარიის“ შემადგენლობაში ითამაშებს, თავის ამჟამინდელი კლუბის „ჩიკაგო ფაირის“ წინააღმდეგ.

„ბასტიან შვაინშტაიგერმა „ბავარიის“ შემადგენლობაში დიდებული კარიერა ჩაატარა, გახდა რა ჩვენი კლუბის წარმატებული ერას შემადგენელი ნაწილი. მისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე ის იყო და რჩება „ბავარიული“ ოჯახის მნიშვნელოვან ნაწილად. თავისთავად ცხადია ჩვენთვის, რომ ასეთი დამსახურებული ფეხბურთელისთვის გამოსამშვიდობებელი მატჩი უნდა ჩავატაროთ და ამგვარად მას „მადლობა“ გადავუხადოთ“, - განაცხადა რეკორდმაისტერის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ კვლავ გამოვალ „ალიანც არენის“ მოედანზე და „ბავარიის“ გულშემატკივრებს კვლავ შევხვდები, რომლებიც ყოველთვის თან მახლდნენ კარიერის დასაწყისიდან. განსაკუთრებით, სულმოუთმენლად ველი „ზიუდკურვე“-ს გულშემატკივრებთან შეხვედრას, რომლებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობები მაკავშირებს“, - იძახის ბასტიანი.

ბასტიან შვაინშტაიგერი „ბავარიის“ ახალგაზრდულ აკადემიაში 13 წლის ასაკში გადავიდა. მთლიანობაში მან რეკორდმაისტერის მაისურით 17 წელი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში იგი 7-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 7-ჯერ გერმანიის თასის გამარჯვებული და 2-ჯერ გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული. 2013 წელს შვაინშტაიგერმა „ბავარიის“ ვიცე-კაპიტნის რანგში კი „ტრებლი“ იზეიმა. კარიერის კულმინაციად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გახდა, სადაც 2014 წლის ბუნდესთიმის ვიცე-კაპიტნადაც გვევლინებოდა.

2015 წელს ახალი გამოწვევების საძებნელად ბასტიან შვაინშტაიგერი „მანჩესტერ იუნაიტედისაკენ“ გაემგზავრა, რომელთან ერთადაც 2016 წელს ის ინგლისის თასის გამარჯვებული გახდა. 2017 წლიდან შვაინშტაიგერი „ჩიკაგო ფაირის“ ფერებს იცავს.

გამოსამშვიდობებელი მატჩის დროს „ბავარიელი“ 1 ტაიმს „ბავარიის“ რიგებში ჩაატარებს, ხოლო მე-2 ტაიმს „ჩიკაგო ფაირის“ რიგებში.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ბავარიას“, კარლ-ჰაინც რუმენიგეს და ული ჰიონესს, ასევე „ჩიკაგო ფაირს“, ენდრიუ ჰაუპტმანს და ნელსონ როდრიგეზს ამ გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზებისათვის“, - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
1
0

-ss- (30 იანვარი 2018 13:30)

2012-2014 წლები იყო მისი კარიერის პიკი. ლეგენდა heye
1

dachi8 (28 იანვარი 2018 20:29)

"დამპალი" ესა, ასე ფეხბურთელზე არ დამწყვეტია გული ac
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.