» » ჰაინკესი: გნაბრის ბევრი აქვს მოსამატებელი"

ჰაინკესი: გნაბრის ბევრი აქვს მოსამატებელი"

29-01-2018, 16:44 dachi8 სიახლეები 0

ჰაინკესი: გნაბრის ბევრი აქვს მოსამატებელი
“ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა „ჰოფენჰაიმთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ, გერმანელი შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი შეაქო.

„გნაბრი - დიდი ნიჭის მატარებელია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ასეთი დიდი რაოდენობის ტრავმის გადატანა მოუწია თავის კარიერაში, მან ძალიან დიდი დრო დაკარგა. წინა კვირას სერჟი ასევე ძლიერად გამოიყურებოდა ლევერკუზენის „ბაიერთან“ მატჩის 1-ელ ტაიმში და შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა“.

„გნაბრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ის ცხოვრებას პროფესიონალურად უნდა მიუდგეს, ბევრი იმუშაოს, ივარჯიშოს და მაღალ დონეზე ითამაშოს. სერჟს კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი“, - აღნიშნა იუპ ჰაინკესმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა 22 წლის ფეხბურთელი, შარშან ზაფხულში ბავარიამ „ვერდერიდან“ 8 მილიონ ევროდ შეიძინა და ფეხბურთელის სურვილით განათხოვრებული იქნა „ჰოფენჰაიმში“. მოსალოდნელია, რომ 2018 წლის ზაფხულს სერჟი „ბავარიის“ გუნდს შეუერთდება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.