» » ვაგნერი: "გერმანიის საუკეთესო თავდამსხმელი ვარ"

ვაგნერი: "გერმანიის საუკეთესო თავდამსხმელი ვარ"

29-01-2018, 20:35 dachi8 სიახლეები 0

ვაგნერი:
„ბავარიის“ ახალწვეული გერმანელი ფორვარდი, სანდრო ვაგნერი თვლის, რომ ის გერმანიის საუკეთესო თავდამსხმელია. სანდრო ვაგნერის დებიუტი მიუნხენელთა რიგებში 2017/18 წლის ბუნდესლიგის სეზონში მე-20 ტურში შედგა „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში (5:2)


„ვთვლი, რომ ამჟამად საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელი ვარ. მე არ ვლაპარაკობ სტატისტიკაზე, რომელიც ჩემთვის საინტერესო არაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მაღალი დონის თამაშის ჩვენება. გერმანიაში საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, რომლის რიგებშიც 1-ლი გოლი უკვე გავიტანე. ასე, რომ მე იმ გუნდში ვიმყოფები, რომლის შემადგენლობაშიც უნდა ვიმყოფებოდე. „ჰოფენჰაიმთან“ მატჩი სწრაფი აღმოჩნდა, მე კი მხოლოდ 30 წამი დამჭირდა, რომ თავი გამომეჩინა. შეგრძნებები საუკეთესოა“, - ციტირებს ვაგნერს ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.