» » Sport Bild: ჰიონესი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

Sport Bild: ჰიონესი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს

30-01-2018, 13:21 -ss- სიახლეები 2

Sport Bild: ჰიონესი იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ინტერნეტ-გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის შესახებ საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, კლუბის დირექცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჰაინკესმა გერმანული გრანდის რიგები არ დატოვოს და მიუნხენურ კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

"ჩვენ ვცდილობთ ჰაინკესს ავუხსნათ , რომ მისი მისია მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ კიდევ არ დასრულებულა. კლუბში არსებული თაობათა ცვლის პროცესის ეფექტური განხორციელებისათვის, ჩვენ იუპის დახმარება გვესაჭიროება. იმედს ვიტოვებ, შევძლებ მის დარწმუნებას, რომ "ბავარიაში" კიდევ ერთი წლით დარჩეს. ეგრედ წოდებული გეგმა "ბე" ჩვენ არ გაგვაჩნია"-აღნიშნა ული ჰიონესმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, გარდა ზემოხსენებული საკითხისა, კლუბის პრეზიდენტი ასევე შეეხო, მანჩესტერ "სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" მიერ წარმოებულ სატრანსფერო პოლიტიკას და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა.

"ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათ ვეჭიდავოთ. აქ ჩვენი უმთავრესი იარაღი გონივრულობაა. ფეხბურთი არ უნდა იქცეს, შეიხებისა და ოლიგარქების სარბიელად"-ციტირებს გამოცემა Sport1-ი, "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს.
1
0

dachi8 (30 იანვარი 2018 20:01)

-ss-,
არა მგონია დარჩეს იუპი, იმდენჯერ თქვა და თან ისეთი არსებითი მიზეზები დაასახელა არ დარჩენის, რომ მოუწევთ სხვა მწვრთნელის პოვნა, თან გერმანელის როგორც დააანონსეს ab
0

-ss- (30 იანვარი 2018 13:36)

დატოვებენ ისეთი პირი უჩანს :))

და თუ დატოვეს, მაშინ რობენსაც გაუშვებენ და რიბოსაც. ამას გულისხმობს ული თაობათა ცვლაში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.