» » Sport1: პეტერსი "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა

Sport1: პეტერსი "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა

1-02-2018, 11:00 -ss- სიახლეები 0

Sport1: პეტერსი
გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ფინანსური დირექტორი, პეტერ პეტერსი მიუნხენის "ბაიერნის" სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, ზემოხსენებული სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მიუნხენური კლუბის მიერ წარმოებული პოლიტიკით, სხვა გერმანული გუნდები ზარალდებიან, რაც თავისმხრივ უარყოფითად ისახება, გერმანიის ჩემპიონატის განვითარებაზე.

"ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მიუნხენის "ბაიერნი" კი თავისი მოქმედებით, ასუსტებს ბუნდესლიგაში მოასპარეზე სხვა გუნდებს. რა თქმა უნდა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ხსენებული კლუბის საქმიანობა, სრულიად ლეგიტიმურია, თუმცა მათთვის ვისაც მართლა სურს, რომ ნაციონალური პირველობა უფრო საინტერესო იყოს, ეს პოლიტიკა არც თუ ისე იდეალურია"-აცხადებს პეტერსი.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ მიუნხენის "ბაიერნმა" გელზენკირხენის "შლაკე 04"-ის რიგებში მოასპარეზე, ლეონ გორეცკასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ხსენებული ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებს, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს შეავსებს და მიუნხენურ კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.