» » ზამერი: "ბაიერნი" უკონკურენტოა

ზამერი: "ბაიერნი" უკონკურენტოა

2-02-2018, 11:38 -ss- სიახლეები 2

ზამერი:
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი სპორტული დირექტორი მატიას ზამერი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, დორტმუნდის "ბორუსიას" ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხსენებული კლუბი "რეკორდმაისტერს" კონკურენციას ვერ გაუწევს. 50 წლის სპეციალისტის განცხადებით, "დორტმუნდელები" ე.წ ტოპ-კლასის ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდიან.


"გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ობამეიანგისა და უსმან დემბელეს გარეშე დარჩა. მათ მარკო როისიც კი აღარ ჰყავთ, რადგანაც იგი ტრავმირებულია. ამჟამად "შავ-ყვითელთა" ღირსებას იცავენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კრისტიან პულიშიჩი, სანჩო და ისაკი. თუკი დორტმუნდელებს მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა სურთ, მათ უნდა შეიძინონ ლიდერის თვისების მქონე მოთამაშეები. ვფიქრობ, რომ მოცემულ მომენტში "ბორუსია" მიუნხენური კლუბის კონკურენტი აღარ არის. ახლა ისინი ბუნდესლიგაში იბრძვიან, მესამე ან მეოთხე პოზიციისათვის"-ციტირებს Bild-ი, მატიას ზამერის სიტყვებს.

გარდა ზემოხსენებული ინფორმაციისა, გამოცემა Bild-ი ასევე ავრცელებს კიდევ ერთ საინტერესო ცნობას დორტმუნდის "ბორუსიას" შესახებ. წყაროს თქმით, მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესებულია კრისტიან პულიშიჩის ტრანსფერით და აღნიშნულ მოთამაშეს, ბავარიული გრანდი განიხილავს, როგორც ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის შემცვლელს. თავისმხრივ, ჟურნალისტებთან საუბრისას, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა აღნიშნა, რომ ვეტერანი ვინგრების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია კონკრეტული გადაწყვეტილება, ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის მომავალზე. ვფიქრობ, რომ ხსენებულ საკითხზე აპრილში ან მაისში ვიმსჯელებთ"-განაცხადა ჰიონესმა
1
0

-ss- (2 თებერვალი 2018 23:02)

dachi8,
ესეც რომ ბავარიამ იყიდოს მერე ნახე რა ამბები ატყდება. ჩემპიონატს ასუსტებენო და ა. შ daretianebuli
ისე ადრე რუმენიგეს აქვს ნათქვამი აწი დორტმუნდიდან აღარავის აღარ შევიძენთო და ვნახოთ აბა
1

dachi8 (2 თებერვალი 2018 13:03)

პულისიჩი რობერის ვერ შეცვლის, მაგრამ კარგი მარკეტინგული ტრანსფერი იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკელია ab ალბათ განვითარდება კიდეც უფრო მეტად
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.