» » Daily Express: “რეალს“ სეზონის ბოლოს როდრიგესის არენდიდან დაბრუნება სურს

Daily Express: “რეალს“ სეზონის ბოლოს როდრიგესის არენდიდან დაბრუნება სურს

2-02-2018, 22:38 dachi8 სიახლეები 0

Daily Express: “რეალს“ სეზონის ბოლოს როდრიგესის არენდიდან დაბრუნება სურს
სავარაუდოა, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სეზონის ბოლოს ესპანურ კლუბს დატოვებს. ფრანგმა სპეციალისტმა თავისი მუშაობის პერიოდში კოლუმბიელ ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო არ მისცა, რის გამოც როდრიგესმა სხვა კლუბში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ზიდანის წასვლის შემდეგ მადრიდელები ხამეს როდრიგესის სეზონის ბოლოს დაბრუნებას გეგმავენ იუწყება Daily Express-ი.

ბოლო დროს პრესაში ურთიერთსაწინააღმდეგო სიახლეები ვრცელდებოდა ხამეს როდრიგესზე, სადაც კოლუმბიელს არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მიუნხენში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ესპანური კლუბი მისთვის ფავორიტია.

ამ მომენტისათვის აღნიშნული სიახლე არარეალისტური ჩანს: „ბავარიამ“ ხამეს როდრიგესი 12 მილიონ ევროდ 2 წლით, 2019 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით დაიმატა, რის შემდეგაც მას პრიორიტეტული უფლება გააჩნია 42 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

თუ Don Balon-ის სიტყვებს დავუჯერებთ, ხამესი კოლუმბიის ნაკრების თანაგუნდელს იერი მინას, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონაში“ გადავიდა, რამოდენიმეჯერ დაუკავშირდა და საუბრისას ახსენა, რომ პრიმერა დივიზიონი და ესპანეთი მოენატრა და ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს იმისათვის, რომ კვლავ ესპანეთში დაბრუნდეს.

Sky Sports-მა პრესაში გავრცელებულ ზემოთ აღნიშნულ სიახლეს თავისი პოზიცია დაუპირისპირა:
„რეალს“ ზაფხულში „ბავარიის“ თანხმობის გარეშე არ შეუძლია ხამეს როდრიგესის დროზე ადრე დაბრუნება. მიუნხენურ კლუბს ამ შემთხვევაში პრიორიტეტი გააჩნია. მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის გარეშე მოხდება ხამესის დროზე ადრე დაბრუნება ესპანეთში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიუნხენელები კოლუმბიელს შეელიონ. ერთადერთი ვარიანტი „რეალისათვის“ ის რჩება, რომ თვითონ ხამეს როდრიგესი დაითანხმონ, მაშინ „ბავარია“ დათმობაზე წავა, რათა გუნდში არ იყოლიოს ფეხბურთელი თავის ნების გარეშე. მაგრამ მოისურვებს კი როდრიგესი კლუბიდან წასვლას, სადაც თანდათანობით ლიდერი ხდება?
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.