» » ჰაინკესი : ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ

ჰაინკესი : ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ

3-02-2018, 11:04 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჰაინკესი : ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული იუპ ჰაინკესი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ სათამაშო გრაფიკს გამოეხმაურა. 72 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისმა ფეხბურთელებმა ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაო გასწიეს და გასამართ შეხვედრებს, სრული კონცენტრაციით ხვდებიან.



"ვფიქრობ, რომ წინ რთული შეხვედრა გველის. "მაინცი" ძალზედ მოტივირებული იქნება და იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, დიდი ძალების გაღება მოგვიწევს. მე ვუყურე, "მაინცისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირებას, მაშინ მოედნის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. რა თქმა უნდა, ასეთ გაზონზე თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა ეს განწყობის საკითხია. არც მეტი, არც ნაკლები"

"მთელი კვირის განმავლობაში, ჩვენ ძალზედ ინტენსიურად ვარჯიშობდით. მე ამით კმაყოფილი ვარ. თითოეული ფეხბურთელი გულმოდგინედ მუშაობს, ისინი ცდილობენ გახდნენ უკეთესები. ეს ყველაფერი კი მე ოპტიმისტურად განმაწყობს. როდესაც გუნდი მხოლოდ შაბათ დღეს თამაშობს, ჩვენ მოსამზადებლად დიდი დრო გვაქვს ხოლმე, ახლა კი წინ "ინგლისური კვირა" გველის. თუმცა ჩვენი განწყობა საბრძოლოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამისათვის ჩემი გუნდი მზად არის"

"ვიდალი, მუცლის ღრუში არსებული ინფექციის გამო, ვარჯიშებს არ ესწრება და იგი ხსენებულ მატჩში წარმოდგენილი არ იქნება. სანდრო ვაგნერს მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა დასკვნით ვარჯიშებზე მან სრული დატვირთვით იმუშავა. მას შეუძლია მოედანზე გასვლა. ხუთშაბათს, ალაბამ დაზიანება მიიღო, ვნახოთ თუ როგორ იგრძნობს იგი თავს. ტიაგო კი შესანიშნავად გამოიყურება. რეაბილიტაციისას იგი თავდაუზოგავად მუშაობდა. რა თქმა უნდა, სიფრთხილე გვმართებს, აუცილებელია შესაბამისი დაკვირვებები ვაწარმოოთ, მოვლენათა ფორსირებას არ ვაპირებთ. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც ამისათვის სრული ასი პროცენტით იქნება მზად."-ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" პრეს-სამსახური, იუპ ჰაინკესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 3 თებერვალს გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "მაინცს" ეწვევა და მორიგი სამი ქულის აღებას შეეცდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.