» » Goal: ბოატენგმა პეპ გვარდიოლა შეაქო

Goal: ბოატენგმა პეპ გვარდიოლა შეაქო

3-02-2018, 15:50 -ss- სიახლეები / სხვადასხვა 0

Goal: ბოატენგმა პეპ გვარდიოლა შეაქო
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ჟერომ ბოატენგი მანჩესტერ "სიტის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს. ინტერნეტ-პორტალ Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, 29 წლის უკანახაზელი საქებარ სიტყვებს არ იშურებს, ესპანელი სპეციალისტის მისამართით და აღნიშნავს, რომ მისი თაოსნობით, მანჩესტერული კლუბი, საუცხოო ფეხბურთს დემონსტრირებს.

"ის უბრალოდ შესანიშნავია. პირადად ჩემთვის, როგორც ტაქტიკოსი იგი საუკეთესოა. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში მანჩესტერ "სიტიმ" ბევრი კარგი ფეხბურთელი შეიძინა. მათ ძლიერი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. ახლა უკეთ ჩანს, რომ ეს მისი გუნდია. ეს კლუბი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც სასიამოვნოა"-ციტირებს გამოცემა Goal-ი, ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.

მიუნხენის "ბაიერნის" ექს-დამრიგებლის თაოსნობით, მანჩესტერ "სიტი" მოპოვებული 68 ქულით, ინგლისის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან "წითელ ეშმაკებს" 15 ქულიანი სხვაობით უსწრებს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა, ჩატარებული 25 შეხვედრიდან 22 გამარჯვება იზეიმეს, ფრედ დაასრულეს 2 მატჩი და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" წინააღმდეგ.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.