» » კლემენტი: "სანჩესს ტოპ-კლუბში თამაში სურდა"

კლემენტი: "სანჩესს ტოპ-კლუბში თამაში სურდა"

4-02-2018, 00:07 dachi8 სიახლეები 0

კლემენტი:
“სუონსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პოლ კლემენტიმ განაცხადა, რომ „ბავარიიდან“ იჯარის წესით დამატებულ პორტუგალიელ შუახაზელ რენატუ სანჩესს ტოპ-კლუბში თამაში სურდა.

„სანჩესს არ სურდა „სუონსიში“ გადმოსვლა. ის ფიქრობდა, რომ მას ისეთ ტოპ კლუბებში უნდა ეთამაშა როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“, „ჩელსი“ ან „პსჟ“. „ბავარიაში“ ეუბნებოდნენ: „შენ არ წახვალ იმ გუნდში სადაც რეგულარულად არ ითამაშებ“. სანჩესი ვარჯიშებზე საუკეთესო იყო. ის ძლიერია და სწრაფი, შეუძლია დაცვის ხაზი გაარღვიოს, მაგრამ თამაშებში ის აგრძელებდა ბევრი შეცდომის დაშვებას. მას სურვილი ჰქონდა დაემტკიცებინა, რომ ყველანი ცდებოდნენ. სხვა ფეხბურთელები კი ჩიოდნენ, რომ მე რენატუს ვათამაშებდი და არა მათ, ამიტომაც მოედანზე რენატუს უფრო და უფრო ნაკლებად გამოყვანა დავიწყე“, - განაცხადა კლემენტმა.

როგორც რამოდენიმე დღის წინ დაიწერა, მომდევნო სეზონსაც არენდაში გაატარებს პორტუგალიელი ნახევარმცველი. „ბავარია“ გეგმავს რენატუს „სუონსიში“ დატოვებას ან მის ყოფილ კლუბში „ბენფიკაში“ გაგზავნას. ამასთან ერთად კლუბი ფეხბურთელის გაყიდვასაც განიხილავს, თუ შესაბამისი წინადადება იქნება მიღებული, ნათქვამია გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-ში.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.