» » კომენტარები: მაინცი 0 - 2 ბავარია

კომენტარები: მაინცი 0 - 2 ბავარია

4-02-2018, 00:30 dachi8 სიახლეები 0

კომენტარები: მაინცი 0 - 2 ბავარია
თამაში მძიმე იყო, მაგრამ „ბავარიელებმა“ მაინც გაიმარჯვეს. შაბათს მიუნხენელებმა სტუმრად „მაინცი“ დაამარცხეს ანგარიშით 2:0 და სატურნირო ცხრილში 18 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამ შედეგის მიუხედავად, იუპ ჰაინკესი ასი პროცენტით კმაყოფილი არ დარჩენილა თამაშით: „მე-2 ტაიმში ჩვენ 5-6 კარგი მომენტი გვქონდა. რეალიზაციაში უნდა მოგვეყვანა და მშვიდად ჩაგვემთავრებინა თამაში“.


მატჩის შემდგომი კომენტარები:

იუპ ჰაინკესი: „შესვენებამდე ჩემი გუნდი ნამდვილად კარგად თამაშობდა, მე-2 ტაიმიც ცუდად არ დაგვიწყია, მაგრამ შემდეგ ცუდად გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მე-2 ტაიმში „მაინცსაც“ ჰქონდა კარგი მომენტები. გუნდები, რომლებიც ბუნდესლიგაში დარჩენისათვის იბრძვიან, თითოეულ მატჩში ცდილობენ თავის თავს გადაახტნენ. ეს ჩვენ „ვერდერთან“ მატჩში ვიგრძენით და დღეს კი „მაინცთან“.„მე-2 ტაიმში ჩვენ 5-6 კარგი მომენტი გვქონდა. რეალიზაციაში უნდა მოგვეყვანა და მშვიდად ჩაგვემთავრებინა თამაში. ასე კი მოწინააღმდეგე ბოლო წამამდე იმედს ინარჩუნებდა. მეტად მოშვებულად ვმოქმედებდით და უკან მოძრაობაში ისე ძლიერად არ გამოვიყურებოდით, როგორც ეს პირველ ტაიმში გახლდათ. მთლიანობაში ეს დამსახურებული გამარჯვებაა. „მაინცს“ კი დიდი კომპლიმენტი ასეთი თამაშისთვის“.

მათს ჰუმელსი: „მეტად ხშირად ვკარგავდით ბურთს, ზოგიერთი სიტუაცია კი უკეთესად შეგვეძლო გაგვეთამაშა. „მაინცი“ კარგად თამაშობდა, რამოდენიმეჯერ ჩვენს კართან ძალიან სახიფათო მომენტი შეიქმნა. ბოლოსკენ ძალიან გადაღლილები ვიყავით, მოედანი ძალიან დამძიმდა“.

სანდრო შვარცი („მაინცის“ მწვრთნელი): „პირველ ტაიმში ჩვენ აგრესიულები ვიყავით და უფრო მეტი სახიფათო მომენტები უნდა შეგვექმნა. „ბავარია“ რა თქმა უნდა ბურთს ფლობდა, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად არ ვაძლევდით მათ მომენტების შექმნის საშუალებას, ამიტომაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტი გახდა სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გაშვებული გოლი. მე-2 გოლის შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ საკმარისად ყურადღებით არ გვიმოქმედია და პოზიციური შეცდომა დავუშვით. შესვენების შემდეგ ჩვენ შანსი გავუშვით ანგარიში 1:2 გაგვეხადა. ეს რომ გამოგვსვლოდა, იმედს შევინარჩუნებდით, მატჩის ბედის შესაცვლელად. კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ასეთი მოწინაღმდეგის წინააღმდეგ ყველაფერი იდეალურად უნდა გქონდეს“.

შტეფან ბელი („მაინცის“ კაპიტანი): „დღეს ჩვენ „ბავარიასთან“ თანასწორად ვთამაშობდით ბევრ კომპონენტში, განსაკუთრებით დაცვიდან შეტევაში გადასვლას რაც ეხება. მხოლოდ რეალიზაციაში გვქონდა პრობლემები“.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.